Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

5 ღამე 6 დღე თბილისი ყაზბეგი სიღნაღი ქუთაისი ბორჯომი

5 ღამე 6 დღე თბილისი ყაზბეგი სიღნაღი ქუთაისი ბორჯომი

450 ₾ / დან

  • თბილისი-სტეფანწმინდა-სიღნაღი-ქუთაისი-მარტვილი-ბორჯომი-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით: 

  1. მეტეხის ეკლესიას
  2. რიყის პარკს 
  3. ქართლის დედას 
  4. ნარიყალის ციხესიმაგრეს
  5. თბილისის მეჩეთს
  6. აბანოთუბანს 
  7. შარდენის ქუჩას 
  8. სიონის ტაძარს
  9. მშვიდობის ხიდს 
  10. გაბრიაძის თეატრს 
  11. ანჩისხატის ბაზილიკას 
  12. თავისუფლების მოედანს 
  1. ჟინვალის წყალსაცავს 
  2. ანანურის ციხეს 
  3. გუდაურს 
  4. გუდაურის პანორამას 
  5. სტეფანწმინდას 
  6. გერგეთის სამების ტაძარს 
  7. სიღნაღს 
  8. ბოდბის დედათა მონასტერს 
  9. ხარების მეღვინეობას
  10. ქუთაისს 
  11. პრომეთეს მღვიმეს 
  12. მარტვილის კანიონს 
  13. უფლისციხის ნაქალაქარს 
  14. ბორჯომს 

დღე 1

  • თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა მოგზაურისთვის ქვეყნის დედაქალაქის დათვალიერება აუცილებლობაა. სწორედ აქ შეიცნობს ის ქვეყნის ნამდვილ გულისცემას. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს თქვენ ნახავთ ადგილებს საიდანაც თბილისმა, როგორც ქალაქმა არსებობა დაიწყო. ტურს დავიწყებტ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. შემდეგ, საბაგირო გზით მივალთ თბილისის დედაციხემდე, ნარიყალამდე (VI ს.), რომელიც ქალაქში ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. შემდეგ გავისეირნებთ გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა კი გავუყვებით შარდენის ქუჩას. გზად ვნახავთ სიონის ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს და ა.შ.  ღამისთევა თბილისში. 

 

დღე 2

  • საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგიყვანთ. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.

    ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით ან ვისიამოვნოთ თხილამურებით, სნოუბორდით ან პარაპლანით (სეზონის მიხედვით). გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდასა და გერგეთის სამების ტაძრისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.

    გერგეთის ეკლესიის დათვალიერების შემდეგ, დავბრუნდებით თბილისში.

 

დღე 3

  • ჩვენ ვიწყებთ ექსკურსიას საქართველოს ღვინის რეგიონში, კახეთში. გზა სიღნაღში მიგვიყვანს, რომელსაც ასევე „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ამ ქალაქის მეტსახელის მიზეზი 24 საათის განმავლობაში მომუშავე საქორწინო დარბაზია. ჩვენ გავისეირნებთ პატარა ქალაქის ქუჩებში. აღმოაჩენთ საქართველოში ყველაზე გრძელ თავდაცვით კედელს და დავტკბებით ალაზნის ველის დაუვიწყარი ხედებით. შემდეგი გაჩერება ბოდბის დედათა მონასტერია, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილი. ის ცნობილია მომლოცველთა შორის. ჩვენ გავაგრძელებთ გზას ყვარლისკენ. ვესტუმრებით ხარებას ღვინის ქარხანას, რომელიც გვირაბებში მდებარეობს. ეს გვირაბები საბჭოთა კავშირის დროს კავკასიის მთებში სამხედრო მიზნებისთვის იყო გაჭრილი. აქ თქვენ შეძლებთ სხვადასხვა სახეობის ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას.

 

დღე 4

  • დილით ადრე შეხვდით თქვენს მძღოლს და გიდს, რომლებიც ქუთაისში გაგამგზავრებენ. ქუთაისი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, თბილისიდან 230 კილომეტრში. ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია. ისტორიული წყაროები და ადგილობრივები ამბობენ, რომ ცნობილი მეფე დავით აღმაშენებელი ქუთაისიდან იყო. თქვენი პირველი გაჩერება პრომეთეს მღვიმე იქნება. მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ათასობით ტურისტი სტუმრობს მათ ქვების მრავალფეროვნების, ფერადოვნებისა და სილამაზის გამო. პრომეთეს გამოქვაბულებში შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ კუმას მიწისქვეშა წყლებში.

    გამოქვაბულებში ტურის შემდეგ, გავაგრძელებთ გზას საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უნიკალურ რეგიონში, სამეგრელოში, სადაც მარტვილის კანიონებით მოხიბლული დარჩებით. მარტვილის კანიონს მდინარე აბაშა ქმნის. აქვე არის რამდენიმე ჩანჩქერი, რომელთა სიმაღლე 12-15 მეტრია. მარტვილში შეგიძლიათ გაერთოთ დაივინგით ან ნავით გასეირნებით.

  • საღამოს დავბრუნდებით თბილისში.

 

დღე 5

  • დავიწყებთ დღეს გიდთან შეხვედრით და საქართველოს ცენტრალურ ნაწილში - გორში გავემგზავრებით. ჩვენი პირველი გაჩერება იქნება გორთან ახლოს მდებარე ნაქალაქარი - უფლისციხე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ტაძრის-ტიპის ნაგებობაა. ქალაქის დათვალიერების შემდეგ ჩვენ მივაღწევთ გორის ციხესიმაგრეს, შემოუვლით ციხის კედლებს და დავისვენებთ ადგილობრივ კაფეში.

    14:00 საათისთვის გავაგრძელებთ გზას ბორჯომისკენ. ბორჯომი კურორტია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების ულამაზესი ხედებით. ვეწვევით ბორჯომის ცენტრალურ პარკს და გავისეირნებთ იქ. 

    17:00 საათისთვის დაბრუნდებით თბილისში.

დღე 6

  • თავისუფალი დრო 
  • ტრანსფერი აეეროპორტში 
  • გამგზავრება 

ტურის ღირებულებაში შედის: 

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია. 

ფასები ერთ ადამიანზე 

  ბიუჯეტური  კომფორტი  ლუქსი   
1 ადამიანი  $1600 $2100 $3000 დასაჯავშნად მოგვწერეთ!
2 ადამიანი $800 $1050 $1600 დასაჯავშნად მოგვწერეთ!
3 ადამიანი $700 $950 $1400 დასაჯავშნად მოგვწერეთ!
4 ადამიანი $550 $700 $1100 დასაჯავშნად მოგვწერეთ!
Single Supplement  $150 $250 $300 დასაჯავშნად მოგვწერეთ!

*Discounted prices for high seasons are available per request*


Accommodation

  ბიუჯეტური  კომფორტი  ლუქსი 
თბილისი Ramada By Wyndham, Zeg ან მსგავსი IOTA, Ibis Styles ან მსგავსი Tiflis Palace, Rooms Hotel ან მსგავსი