Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ქუთაისი

ქუთაისი
  • #საქართველო #ქუთაისი #ინფო #მოგზაურობა

ქუთაისი

 

„საქართველოს მამა ქალაქი“ — ასეთ ასოციაციას მოისმენთ ყოველი ქართველისგან ქუთაისზე საუბრისას. იგი მდებარეობს იმერეთში, თბილისიდან 230 კმ-ში და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქუთაისი ევროპის უძველეს ქალაქებს შორის მეხუთე ადგილზეა. მის ტერიტორიაზე დიდი დასახლების არსებობა დადასტურებულია XV საუკუნიდან. ქუთაისი დაკავშირებულია იასონისა და არგონავტების ცნობილ ლეგენდასთან. ამ ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, არგონავტები კოლხეთის სამეფოში მოვიდნენ, რათა იქიდან ოქროს საწმისი წაეღოთ. ლეგენდაში აია კოლხეთის სამეფოს მთავარი ქალაქია. მრავალი მკვლევარის აზრით, აია ქუთაისის ძველი სახელია.

 

შუა საუკუნეებში ქუთაისი საქართველოს სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ეს არის ადგილი, სადაც დაიბადა ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მონარქი, დავით აღმაშენებელი, და საიდანაც მან ქვეყნის გაერთიანება დაიწყო. შუა საუკუნეებში, 124 წლის განმავლობაში, ქუთაისი იყო საქართველოს სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრი. ამიტომ, ქუთაისში დღემდე შეგიძლიათ ნახოთ მრავალი ისტორიული ძეგლი. მაგალითად, გელათის აკადემია და სამონასტრო კომპლექსი ქართული არქიტექტურის უნიკალური და ფასდაუდებელი ძეგლია. ეს არის ადგილი, სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული და იგი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ასევე აქ არის ბაგრატის ტაძარი და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი; თუმცა ისტორიული ძეგლების დათვალიერება არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები დღეს ქუთაისს სტუმრობენ.

 

 

რა ვაკეთოთ?

 

ქუთაისში მოგზაურები აქაურობის ბუნებრივი სილამაზით, მდინარე რიონის ხედებითა და კირქვის თეთრი მასივებით, რომლებიც ერწყმის XIX საუკუნის ქალაქის არქიტექტურას. ქუთაისთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია და აქვს მრავალი რეკრეაციული ობიექტი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკურნალობა. მათ შორისაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების, გინეკოლოგიური, უროლოგიური, კანისა და ენდოკრინული სისტემის დაავადებები. აქ წყალი „მკურნალია“, როგორც ადგილობრივები ამბობენ. იმერეთის რეგიონი ძალიან მდიდარია კარსტული მღვიმეებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. მღვიმეები შთამბეჭდავია. აქ 13 სახეობის სხვადასხვა კარსტულ ქვას ნახავთ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები მრავლად შეგხვდებათ ყველა მღვიმეში. ასე რომ მოემზადეთ, რადგან ქუთაისში მოწყენას ვერ შეძლებთ.

 

 

რა ვნახოთ?

 

  • ბაგრატის ტაძარი
  • უქიმერიონის ციხე
  • გელათის მონასტერი და აკადემიის კომპლექსი
  • გეგუთის ციხე
  • სურსათის ბაზარი
  • თეატრი
  • ბოტანიკური ბაღი
  • პრომეთეს მღვიმე
  • სათაფლიის მღვიმე
  • ოკაცეს კანიონი

 

გაზიარება :