ტურის დროს თქვენ დაათვალიერებთ:
|
|
მრავალი საუკუნის წინ მცხეთა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ის სავსეა არქეოლოგიური ძეგლებით, ეკლესიებითა და ქართული ისტორიით, ისევე როგორც, თანამედროვე დედაქალაქი თბილისი. ტური შესანიშნავი შესაძლებლობაა, ეწვიოთ ორივე ქალაქს და გაეცნოთ ამ ქალაქების ისტორიას.
ამ დღეს ჩვენ ვეწვევით საქართველოს ორ დედაქალაქს: ძველსა და თანამედროვეს. მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია. მას ასევე მეორე იერუსალიმს უწოდებენ ქალაქში დაცული მრავალი ქრისტიანული რელიქვიის გამო, მათ შორისაა იესო ქრისტეს კვართი. პირველი გაჩერება იქნება ჯვრის მონასტერი (VI ს.), რომელიც ამაყად დგას მთაზე და გადაჰყურებს ქალაქსა და მის შემოგარენს. მტკვრისა და არაგვის შესართავი სწორედ ჯვრის მაღლობიდან მოსჩანს ყველაზე კარგად. კიდევ ერთი გაჩერება იქნება სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.), რომელიც მრავალი რამით არის მნიშვნელოვანი. ქრისტეს კვართი, გადმოცემის თანახმად, ტაძრის საძირკველშია დაკრძალული. სვეტიცხოველი უხსოვარი დროიდან ქართველ მეფეთა სამარხია. აქვეა დაცული წმინდა ანდრიას წმინდა ნაწილები.
მცხეთაში ასეევე ვეწვევით სამთავროს დედათა მონასტერს. სამთავროში მოვინახულებთ მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას საძვალეებს და მოვისმენთ ამ ძეგლების უნიკალური არქიტექტურის შესახებ. აუცილებელია გადავინაცვლოთ წინარექრისტიანულ ხანაში და არმაზციხეც მოვინახულოთ. მცხეთის დიდიებული ისტორია შეუძლებელია ჩაეტიოს ერთ დღეში ამიტომ ციხის სტუმრობის შემდეგ პირდაპირ გადავინაცვლებთ თბილისში და თანამედროვე დედაქალაქის ძველ ქუჩებში გავისეირნებთ. ტურს დავიწყებთ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად. შემდეგ მოვინახულებთ თბილისის დედაციხეს, ნარიყალას (VI ს.), რომელიც ქალაქის ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. ნარიყალას ციხიდან მთელი ქალაქი მოჩანს. გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად ჩასვლის შემდეგ, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა შარდენისა და ძველი ქალაქის სხვა პატარა, მყუდრო ქუჩებისკენ გავემართებით. გზად ვნახავთ სიონის საკათედრო ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ბაზილიკას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს, როთაც დავასრულებთ დღევანდელ ტურს.
ტურის ხანგრძლივობა: 9 საათი.
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
ფასი ერთ ადამიანზე
| 1 ადამიანი | 185 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 2 ადამიანი | 100 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 3 ადამიანი | 70 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 4 ადამიანი | 55 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
*ჯგუფ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.*