აღმოაჩინე ნამდვილი კავკასია
გამარჯობა, მე ანა აბუაშვილი ვარ და 2015 წლიდან ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ვმუშაობ.
როგორც გიდმა, არაერთი წელი გავატარე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აღმოჩენაში, რაც მაძლევს შესაძლებლობას სტუმრებს რეგიონის ყველაზე საინტერესო და ავთენტური ადგილები ვაჩვენო. ის, რაც თავდაპირველად პროფესია იყო, დროთა განმავლობაში ცხოვრების მთავარ გატაცებად იქცა — მეპოვა ჩვენი რეგიონის ყველაზე ნამდვილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები და ისინი გამეზიარებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტანდარტულ ტურისტულ მარშრუტებზე ბევრად მეტი აინტერესებს.
ჩემთვის მოგზაურობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ცნობილი ღირსშესანიშნაობების მონახულება. მოგზაურობა ყოველთვის ადამიანებს, ტრადიციებს, ისტორიას, პოლიტიკას და იმ უნიკალურ კულტურას უკავშირდებოდა, რომელიც თითოეულ ამ ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის.
კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია. სულ რამდენიმე საათში შეგიძლიათ თანამედროვე ქალაქებიდან, როგორებიცაა ბათუმი, ბაქო, ერევანი, თბილისი აღმოჩნდეთ შორეულ მთის სოფლებში, სადაც ცხოვრების წესი საუკუნეების განმავლობაში თითქმის უცვლელად შემორჩა.
სწორედ ეს მრავალფეროვნება მხიბლავს ყველაზე მეტად.
მიყვარს იმ მოხუცებთან თუ ბავშვებთან საუბარი, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ კავკასიონის მაღალმთიან და იზოლირებულ სოფლებში. მიყვარს კახეთში ადგილობრივ ოჯახებში სტუმრობა, სადაც ღვინოს რამდენიმე თაობის განმავლობაში აყენებენ და ამ ტრადიციებს სიამაყით უზიარებენ სტუმრებს. ყოველთვის შთამაგონებს აჭარისა თუ მარნეულის მუსლიმური თემების გაცნობა, რომელთა კულტურა, არქიტექტურა და ცხოვრების წესი სრულიად განსხვავებულია, თუმცა ქართული იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
განსაკუთრებით მსიამოვნებს სვანეთში მოგზაურობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე ინარჩუნებს უნიკალურ ენებს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც საუკუნეებს გადაურჩა. სამეგრელოში ყოველი სტუმრობა ჩემთვის გასტრონომიული აღმოჩენაა. ადგილობრივი კერძები მხოლოდ გემრიელი არ არის — მათში იგრძნობა ადამიანების ხასიათი, სიამაყე საკუთარი კუთხის მიმართ და ის სიყვარული, რომლითაც თაობების განმავლობაში ინახავენ ტრადიციებს. ზოგჯერ მგონია, რომ მეგრული სამზარეულოს ნამდვილი საიდუმლო სწორედ იმ სულშია, რომელსაც ადგილობრივი დიასახლისები თითოეულ კერძში დებენ. ამავე დროს, მიყვარს სტუმრებისთვის თბილისისა და ბათუმის თანამედროვე, ენერგიული ცხოვრების ჩვენება, სადაც უძველესი ტრადიციები თანამედროვე კრეატიულობას, ინოვაციებს ერწყმის.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია იმ მრავალფეროვანი კულტურების კვალის აღმოჩენა, რომლებმაც კავკასიაში თავიანთი კვალი დატოვეს. იქნება ეს საქართველოში არსებული გერმანული კოლონიები, დუხობორების სოფლების უნიკალური ისტორია ჯავახეთში, უძველესი სავაჭრო გზები, საბჭოთა მემკვიდრეობა თუ შუა საუკუნეების სამეფოები.
კავკასიის განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ ასეთი მრავალფეროვანი ლანდშაფტები, კულტურები, რელიგიები, ენები და ტრადიციები შედარებით მცირე ტერიტორიაზეა თავმოყრილი. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს რეგიონი ათასწლეულების განმავლობაში ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინს წარმოადგენდა. აქ გადიოდნენ იმპერიები, ვაჭრები, მომლოცველები და მოგზაურები, რომლებმაც უნიკალური კულტურული მოზაიკა შექმნეს.
ჩემი მიზანი ყოველთვის ძალიან მარტივი იყო — დავეხმარო სტუმრებს აღმოაჩინონ ნამდვილი კავკასია და რეგიონი ადგილობრივი ადამიანების თვალით დაინახონ.
როგორ დაიწყო Travel To Georgia Tours
2019 წელს, მრავალი წლის განმავლობაში გიდად მუშაობისა და რეგიონის კვლევის შემდეგ, გადავწყვიტე საკუთარი საქმე წამომეწყო.
დავაარსე Travel To Georgia Tours, რომლის მთავარი იდეაც იყო ისეთი გამოცდილებებისა და მარშრუტების შექმნა, რომელიც გაცილებით მეტს შესთავაზებდა სტუმრებს, ვიდრე უბრალოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა.
დღეს ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე ხედვას:
ლიანა კახიანი – სოციალური მედიის კოორდინატორი, რომელიც ჩვენი ისტორიებისა და გამოცდილებების მსოფლიოსთვის გაზიარებაზე ზრუნავს.
ქეთევან აბუაშვილი – MICE-ისა და ღონისძიებების სპეციალისტი, რომელიც მართავს კონფერენციებს, კორპორატიულ ღონისძიებებს, წამახალისებელ ტურებსა და რთულ ლოგისტიკურ პროექტებს.
მარიამ პაკაცოშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რომელიც პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ჩვენი პროექტების სწორ აუდიტორიამდე მიტანაზე მუშაობს.
ერთად ვქმნით გამოცდილებებს, რომლებიც აერთიანებს ადგილობრივ ცოდნას, პროფესიონალურ მომსახურებასა და ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას.
ჩვენი საავტორო ტურები
ჩვენი საავტორო ტურები მრავალწლიანი კვლევის, ექსპედიციებისა და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის შედეგად შეიქმნა.
მულტიკულტურული თბილისის აჩრდილები
ეს ტური მრავალკულტურული თბილისის დავიწყებულ ისტორიას აცოცხლებს. სტუმრები აღმოაჩენენ რელიგიურ ძეგლებს, ეზოებსა და ისტორიულ ადგილებს, რომლებიც დღეს ჩვეულებრივ შენობებსა და უბნებშია დამალული და ხშირად ადგილობრივებმაც კი არ იციან მათი არსებობის შესახებ.
საქარათველოს ორი სამყარო
ეს მარშრუტი საქართველოს ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს აერთიანებს — თანამედროვე თბილისსა და ბათუმს და შორეულ მთის თემებს. ტურის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობაა ბეღლეთის უძველესი მეჩეთის მონახულება, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ სოფელში მდებარეობს.
აღმოაჩინე უცნობი საქართველო
ჩვენი ყველაზე თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა, რომელსაც სტუმრები ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტებიდან შორს მიჰყავს. პროგრამა მოიცავს შორეულ მთის სოფლებს, ოჯახურ სტუმარმასპინძლობას, საროს მეგალითებს ჯავახეთში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, მიტოვებულ საბჭოთა აეროდრომს, ალპურ ტბებსა და საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავ ბუნებრივ ლანდშაფტებს.
საშობაო ამბავი ქართულად
უნიკალური ზამთრის ტური, რომელიც ქართულ შობასა და ახალ წელს ეძღვნება. ტური სტუმრებს მიიყვანს რაჭაში — რეგიონში, რომელიც იშვიათად გვხვდება ტურისტულ მარშრუტებზე, ასევე ჩიჩილაკის სამშობლოში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალია ძველი საახალწლო ტრადიციები.
კლასიკური მიმართულებებიც მნიშვნელოვანია
რა თქმა უნდა, არასოდეს გვავიწყდება ის ადგილები, რომლებიც კავკასიში ყველაზე ცნობილი და პოპულარულია.
თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, ბათუმი, ბაქო და ერევანი შემთხვევით არ არის რეგიონის ყველაზე ცნობილი მიმართულებები. ისინი კავკასიის ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული და სულიერი ცენტრებია.
ჩვენი მიზანია ეს ცნობილი ადგილებიც განსხვავებული კუთხით დაგანახოთ — ადგილობრივი ადამიანების, ისტორიებისა და ავთენტური გამოცდილებების მეშვეობით.
MICE, კორპორატიული ღონისძიებები და სპეციალური პროექტები
ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების გარდა, ვმუშაობთ MICE მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვგეგმავთ და ვახორციელებთ:
- კორპორატიულ ღონისძიებებს
- კონფერენციებს
- წამახალისებელ ტურებს
- თიმბილდინგ პროგრამებს
- მედია პროექტებს
- საგანმანათლებლო ვიზიტებს
- კულტურულ გაცვლით პროგრამებს
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროექტის სრულ მართვას — დაგეგმვიდან და ლოგისტიკიდან დაწყებული ადგილზე განხორციელებით დასრულებული.
ერთად შევქმნათ თქვენი კავკასიური ისტორია
იქნება ეს კულტურული მოგზაურობა საქართველოში, დიდი კავკასიონის სათავგადასავლო ტური, ღვინისა და გასტრონომიის აღმოჩენა, ისტორიული ექსპედიცია თუ მასშტაბური კორპორატიული ღონისძიება — სიამოვნებით დაგეხმარებით.
ჩვენი მისია მარტივია:
გაჩვენოთ არა მხოლოდ კავკასიის ღირსშესანიშნაობები, არამედ ადამიანები, ტრადიციები, ისტორიები და გამოცდილებები, რომლებიც ამ რეგიონს მართლაც დაუვიწყარს ხდის.
