Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი

 

ჯვარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა საქართველოში და იგი ერთნაირად პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. ჯვრის მონასტრის ცნობადობა განპირობებულია მისი ისტორიითა და ადგილ-მდებარეობით. იგი მდებარეობს ულამაზეს საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთის პირდაპირ და ორი მდინარის, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ეს ადგილი მთელი წლის განმავლობაში მომაჯადოვებლად ლამაზია და უკვე იქცა საქართველოსთვის ერთ-ერთ სიმბოლურ ადგილად — შთაგონების წყაროდ მრავალი პოეტისა და მწერლისთვის.

 

ჯვარი არის სამონასტრო კომპლექსი უზარმაზარი რელიგიური და სულიერი მნიშვნელობით, რადგან სწორედ აქედან დაიწყო ქრისტიანობა საქართველოში. მონასტერი აშენებულია იმ ადგილზე, სადაც აღმართეს პირველი ხის ჯვარი, რაც ქვეყნის გაქრისტიანების სიმბოლო გახდა და შესაბამისად, მთავარი სალოცავი ადგილი იყო პირველი ქართველი ქრისტიანებისთვის. თავად სახელიც — „ჯვარი“ — პირდაპირ მიანიშნებს მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

 

ჯვარი არის გუმბათოვანი არქიტექტურის პირველი ნიმუში საქართველოში. იგი აშენდა 15 საუკუნის წინ ქართლის ერისთავის, სტეფანოზ I-ის მიერ. ჯვარი, როგორც უძველესი ქართული სამეფოს მაღალი კულტურული და მხატვრული ღირებულების მაჩვენებელი და კავკასიის რელიგიური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში, 1994 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

 

ჯვართან მისვლა ძალიან მარტივია. იგი დედაქალაქ თბილისიდან მხოლოდ 20 კმ-ით არის დაშორებული. შეგიძლიათ ჩაჯდეთ ნებისმიერ ტრანსპორტში, რომელიც დასავლეთის მიმართულებით მიდის (მცხეთა, ნატახტარი, გორი და სხვ.) და გაჩერება მოითხოვოთ, შემდეგ კი დაახლოებით 40 წუთი იაროთ ფეხით ან ტაქსი დაიქირავოთ. ზოგადად, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტივი და ხელმისაწვდომია. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ტური, რომელიც პირდაპირ ჯვრის მონასტერში მიგიყვანთ.

 

გაზიარება: