ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:

|
|
დღე 1
ჩამოსვლისთანავე, აეროპორტშივე იპოვით თქვენს გიდსა და მძღოლს. აეროპორტიდან გადავინაცვლებთ სასტუმროში. საღამოს კი ქალაქის ძალიან საინტერესო საფეხმავლო ტური გელით. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა მოგზაურისთვის ქვეყნის დედაქალაქის დათვალიერება აუცილებლობაა. სწორედ აქ შეიცნობს ის ქვეყნის ნამდვილ გულისცემას. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს თქვენ ნახავთ ადგილებს საიდანაც თბილისმა, როგორც ქალაქმა არსებობა დაიწყო. ტურს დავიწყებტ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. შემდეგ, საბაგირო გზით მივალთ თბილისის დედაციხემდე, ნარიყალამდე (VI ს.), რომელიც ქალაქში ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. შემდეგ გავისეირნებთ გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა კი გავუყვებით შარდენის ქუჩას. გზად ვნახავთ სიონის ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს და ა.შ.
ღამისთევა თბილისში
დღე 2
საუზმის შემდეგ, შეხვდით თქვენს გამყოლებს და დაიწყეთ ტური ყაზბეგისკენ.
საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგიყვანთ. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.
ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით ან ვისიამოვნოთ თხილამურებით, სნოუბორდით ან პარაპლანით (სეზონის მიხედვით). გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდასა და გერგეთის სამების ტაძრისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.
გერგეთის ეკლესიის დათვალიერების შემდეგ, დავბრუნდებით თბილისში.
ღამისთევა თბილისში
დღე 3
თავისუფალი დრო შოპინგისთვის
ტრანსფერი აეროპორტში
გამგზავრება
ტურის ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
ფასები ერთ ადამიანზე
| Budget Tour | Comfort Tour | Luxury Tour | ||
| 1 ადამიანი | $800 | $950 | $1500 | კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! |
| 2 ადამიანი | $400 | $550 | $750 | კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! |
| 3 ადამიანი | $350 | $450 | $650 | კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! |
| 4 ადამიანი | $300 | $350 | $550 | კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! |
| ერთადგილიანი განთავსების დანამატი | $150 | $250 | $300 | კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! |
*Discounted prices for high seasons are available per request*
Accommodation
| ბიუჯეტური | კომფორტი | ლუქსი | |
| თბილისი | Ramada By Wyndham, Zeg ან მსგავსი | IOTA, Ibis Styles ან მსგავსი | Tiflis Palace, Rooms Hotel ან მსგავსი |