Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

2 ღამე 3 დღე თბილისიდან

2 ღამე 3 დღე თბილისიდან

300 ₾ / დან

  • თბილისი-ანანური-გუდაური-სტეფანწმინდა-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:



  1. რიყის პარკი
  2. მეტეხის ტაძარი 
  3. ქართლის დედა 
  4. ნარიყალის ციხე 
  5. თბილისის ჯუმა მეჩეთი 
  6. აბანოთუბანი 
  7. შარდენის ქუჩა 
  8. სიონის ტაძარი 
  9. მშვიდობის ხიდი 
  10. გაბრიაძის თეატრი 
  1. ანჩისხატის ბაზილიკა 
  2. თავისუფლების მოედანი 
  3. ჟინვალის წყალსაცავი 
  4. ანანურის ციხე 
  5. გუდაური
  6. პანორამა გუდაური 
  7. სტეფანწმინდა 
  8. გერგეტის სამება 

 

დღე 1

ჩამოსვლისთანავე, აეროპორტშივე იპოვით თქვენს გიდსა და მძღოლს. აეროპორტიდან გადავინაცვლებთ სასტუმროში. საღამოს კი ქალაქის ძალიან საინტერესო საფეხმავლო ტური გელით. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა მოგზაურისთვის ქვეყნის დედაქალაქის დათვალიერება აუცილებლობაა. სწორედ აქ შეიცნობს ის ქვეყნის ნამდვილ გულისცემას. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს თქვენ ნახავთ ადგილებს საიდანაც თბილისმა, როგორც ქალაქმა არსებობა დაიწყო. ტურს დავიწყებტ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. შემდეგ, საბაგირო გზით მივალთ თბილისის დედაციხემდე, ნარიყალამდე (VI ს.), რომელიც ქალაქში ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. შემდეგ გავისეირნებთ გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა კი გავუყვებით შარდენის ქუჩას. გზად ვნახავთ სიონის ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს და ა.შ. 
ღამისთევა თბილისში

დღე 2

საუზმის შემდეგ, შეხვდით თქვენს გამყოლებს და დაიწყეთ ტური ყაზბეგისკენ. 

საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგიყვანთ. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.

ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით ან ვისიამოვნოთ თხილამურებით, სნოუბორდით ან პარაპლანით (სეზონის მიხედვით). გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდასა და გერგეთის სამების ტაძრისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.

გერგეთის ეკლესიის დათვალიერების შემდეგ, დავბრუნდებით თბილისში.

ღამისთევა თბილისში

დღე 3

თავისუფალი დრო შოპინგისთვის
ტრანსფერი აეროპორტში
გამგზავრება

 


ტურის ღირებულებაში შედის: 

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის: 

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.

ფასები ერთ ადამიანზე

  Budget Tour Comfort Tour  Luxury Tour  
1 ადამიანი  $800 $950 $1500 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! 
2 ადამიანი  $400 $550 $750 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! 
3 ადამიანი  $350 $450 $650 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! 
4 ადამიანი  $300 $350 $550 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! 
ერთადგილიანი განთავსების დანამატი  $150 $250 $300 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით! 

*Discounted prices for high seasons are available per request*


Accommodation

  ბიუჯეტური  კომფორტი  ლუქსი 
თბილისი Ramada By Wyndham, Zeg ან მსგავსი IOTA, Ibis Styles ან მსგავსი Tiflis Palace, Rooms Hotel ან მსგავსი