აღმოაჩინეთ საქართველოს ბუნების, ისტორიის, კულტურის და სამზარეულოს მრავალფეროვნება ამ ტურის ფარგლებში. ეს მოგზაურობა აერთიანებს მთის შთამბეჭდავ ლანდშაფტებს, გადაკარგულ სოფლებს, უძველეს მონასტრებს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთან კერძების მომზადებასა და დაგემოვნბას. ყაზბეგის მწვერვალებიდან და თუშეთის ხელუხლებელი ბუნებიდან კახეთის ვენახებამდე, ეს ტური აქტიური მოგზაურობისა და კულტურული აღმოჩენების იდეალურ ბალანსს გთავაზობთ.
დღე 1 – ჩამოსვლა თბილისში
- კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი და გადაგიყვანთ დედაქალაქში მდებარე სასტუმროში. ცოტაოდენი დასვენების შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა მშვიდად გაეცნოთ თბილისს – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქს. საღამოს გავისეირნებთ ძველი თბილისის ქუჩებში, სადაც ფერადი აივნები, ისტორიული ეკლესიები, თანამედროვე არქიტექტურა და ცოცხალი კაფეები აღმოსავლეთისა და დასავლეთის უნიკალურ შერწყმას ქმნის. მოვინახულებთ შარდენს, კოტე აფხაზის ქუჩას, გუდიაშვილის სკვერს და სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობას.
- ღამისთევა თბილისში.
დღე 2 – თბილისი და მცხეთა
- ამ დღეს ჩვენ ვეწვევით საქართველოს ორ დედაქალაქს: ძველსა და თანამედროვეს. მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია. მას ასევე მეორე იერუსალიმს უწოდებენ ქალაქში დაცული მრავალი ქრისტიანული რელიქვიის გამო, მათ შორისაა იესო ქრისტეს კვართი. პირველი გაჩერება იქნება ჯვრის მონასტერი (VI ს.), რომელიც ამაყად დგას მთაზე და გადაჰყურებს ქალაქსა და მის შემოგარენს. მტკვრისა და არაგვის შესართავი სწორედ ჯვრის მაღლობიდან მოსჩანს ყველაზე კარგად. კიდევ ერთი გაჩერება იქნება სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.), რომელიც მრავალი რამით არის მნიშვნელოვანი. ქრისტეს კვართი, გადმოცემის თანახმად, ტაძრის საძირკველშია დაკრძალული. სვეტიცხოველი უხსოვარი დროიდან ქართველ მეფეთა სამარხია. აქვეა დაცული წმინდა ანდრიას წმინდა ნაწილები.
- მცხეთაში ასეევე ვეწვევით სამთავროს დედათა მონასტერს. სამთავროში მოვინახულებთ მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას საძვალეებს და მოვისმენთ ამ ძეგლების უნიკალური არქიტექტურის შესახებ. აუცილებელია გადავინაცვლოთ წინარექრისტიანულ ხანაში და არმაზციხეც მოვინახულოთ. მცხეთის დიდიებული ისტორია შეუძლებელია ჩაეტიოს ერთ დღეში ამიტომ ციხის სტუმრობის შემდეგ პირდაპირ გადავინაცვლებთ თბილისში და თანამედროვე დედაქალაქის ძველ ქუჩებში გავისეირნებთ. ტურს დავიწყებთ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად. შემდეგ მოვინახულებთ თბილისის დედაციხეს, ნარიყალას (VI ს.), რომელიც ქალაქის ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. ნარიყალას ციხიდან მთელი ქალაქი მოჩანს. გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად ჩასვლის შემდეგ, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა შარდენისა და ძველი ქალაქის სხვა პატარა, მყუდრო ქუჩებისკენ გავემართებით. გზად ვნახავთ სიონის საკათედრო ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ბაზილიკას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს, როთაც დავასრულებთ დღევანდელ ტურს.
-
დღე 3 – საქართველოს სამხედრო გზა და ყაზბეგი
- საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგვიყვანს. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.
- ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით. გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდისკენ.
- საღამოს დავჩექინდებით სასტუმროში. ღამისთევა ყაზბეგში.
დღე 4 – ლაშქრობა გერგეტის სამების ტაძრისა და ყაზბეგის მყინვარისკენ
- ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი ლაშქრობა დაიწყება ყაზბეგში და მიგვიყვანს გერგეტის სამების ტაძართან, რომელიც ხეობის მაღლა, ყაზბეგის მთის ფონზეა აღმართული. ბილიკი მთის ულამაზეს პეიზაჟებში მიიკლაკნება და სულ უფრო შთამბეჭდავ ხედებს გთავაზობთ მყინვარებზე, მდინარეებსა და თოვლით დაფარულ მწვერვალებზე. ამ გამორჩეული ტაძრის წინაშე დგომა, საქართველოს ყველაზე მაღალი მთების გარემოცვაში, დაუვიწყარი გამოცდილებაა და კავკასიაში ნებისმიერი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.
- ამ დღეს საკმარის სანოვაგეს მოვიმარაგებთ, რადგან გერგეტის სამება ჩვენი დანიშნულების საბოლოო წერტილი არ არის. ამ დღეს ყაზბეგის მყინვარზე გავილაშქრებთ. ყაზბეგის მყინვარი არის აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი 5047მ, ხეობის პატარძალი, ურსხოხის მთა, როგორც მას ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა. ამ დღის საბოლოო გაჩერება, ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ, იქნება მთის სასტუმრო სახელად Altihut.
- ღამისთევა Altihut-ში.
დღე 5 – ლაშქრობა ყაზბეგის მთაზე
- გამოსცადეთ კავკასიონის მთებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაშქრობა, რომელიც Altihut-იდან ყაზბეგის შთამბეჭდავი მყინვარისკენ მიემართება.
- ლაშქრობა იწყება Altihut-იდან, საიდანაც მყინვარწვერის, გერგეტის სამების ტაძრისა და მიმდებარე მთის ხეობების ულამაზესი ხედები იშლება. აქედან ბილიკი თანდათან ადის რთულ ალპურ რელიეფზე და მიჰყვება ბილიკებს ყაზბეგის ეროვნული პარკის სიღრმეში.
- რაც უფრო მაღლა აგრძელებთ სვლას, მით უფრო მკაცრი და კლდოვანი ხდება პეიზაჟები. თოვლით დაფარული მწვერვალები, მყინვარული მდინარეები, კლდოვანი ქედები და ვრცელი ღია ლანდშაფტები დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. მყინვარწვერის — საქართველოს მესამე უმაღლესი მთისა და მთელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოსი.
- ბილიკი საბოლოოდ მყინვარწვერთან მიგიყვანთ — გამორჩეულ ბუნებრივ საოცრებასთან. მაღალი კლდეებითა და მაღალმთიანი ველური ბუნებით გარშემორტყმული მყინვარი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ახლოდან შეიგრძნოთ საქართველოს მთიანი გარემოს ხელუხლებელი სილამაზე. დაისვენეთ, გადაიღეთ ფოტოები და დატკბით ამ შორეული ალპური გარემოს მშვიდი ატმოსფეროთი.
- დაიწყეთ დაბრუნება Altihut-ის მიმართულებით. დაღმართისას გერგეტის ხეობისა და მიმდებარე მთათა სისტემების ახალი ხედები გადაიშლება, რაც უკან დაბრუნების გზასაც ისეთივე შთამბეჭდავს ხდის, როგორც აღმართს.
- ღამისთევა Altihut-ში.
დღე 6 – დასვენების დღე სტეფანწმინდაში და ლანჩი ცდოში
- ეს დღე შედარებით მშვიდად ჩივლლის. დამღლელი ლაშქრობების შემდეგ ადგილობრივებთან გასაურება და მათი სამზარეულოს დაგემოვნებაც ხომ აუცილებელია. დღეს დავიწყებთ ლარსის საზღვართან მდებარე მამათა მონასტერში სტუმრობით. შორიდან დავაკვირდებით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო პუნქტს და დავაგემოვნებთ ბერების მიერ დამზადებულ ადგილობრივ ღვინოებს.
- შემდეგ მოვინახულებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ და უნიკალურ სოფელს — ცდოს. ცდოში ცხოვრობს რამდენიმე საოცარი ოჯახი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ტრადიციულ და უბრალო ცხოვრების წესს. მათ ჰყავთ პირუტყვი, მიჰყვებიან მესაქონლეობას და საკვების უმეტეს ნაწილს თავად ამზადებენ.
- მონაწილეობას მივიღებთ ქართული ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასში. ხინკალი საქართველოს ყველაზე ცნობილი კერძია. ეს ხორციანი ცომეული დღეს უკვე მთელ მსოფლიოში იძენს პოპულარობას. ხინკლის მომზადების პროცესი სახალისო და საინტერესო გამოცდილებაა.
- ასევე ადგილობრივი ყველის დამზადების პროცესში მონაწილეობას ან ოჯახის საქმეებით დაკავებას, გააჩნია სეზონს, მაგალითად ცხვრის გაკრეჭვას ტრადიციული მეთოდით და ა.შ. გავატარებთ დროს ოჯახთან ერთად, მოვისმენთ ადგილობრივ ისტორიებსა და ლეგენდებს.
- დატვირთული და შთამბეჭდავი დღის შემდეგ დავბრუნდებით სტეფანწმინდაში.
- ღამისთევა სტეფანწმინდაში.
დღე 7 – ხევსურეთის მაღალმთიანეთში
აღმოაჩინეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შორეული და შთამბეჭდავი მთიანი რეგიონი ამ სრულდღიანი ხევსურეთის ტურის ფარგლებში, რომელიც ყაზბეგიდან იწყება. იმოგზაურეთ კავკასიონის განსაცვიფრებელ პეიზაჟებში და მიაღწიეთ შუა საუკუნეების ციხე-სოფელ შატილს, რომელიც ცნობილია თავისი უძველესი ქვის კოშკებით, შთამბეჭდავი მთის გარემოთი და მდიდარი ისტორიით.
სტეფანწმინდიდან შატილის მიმართულებით 4x4 ტიპის ავტომობილებით გავემგზავრებით. ხანგრძლივი გზის შემდეგ შეხვდებით თქვენს მასპინძლებს, რადგან ამ ღამეს ადგილობრივ ოჯახში, მათი სტუმრის სტატუსით იცხოვრებთ. შესაძლებლობა გექნებათ ახლოს გაეცნოთ ხევსურების ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღოთ კერძების მომზადებაში და საღამოს მათთან ერთად ივახშმოთ.
ისიამოვნეთ ხევსურული საღამოთი.
ღამისთევა შატილში.
დღე 8 – ლაშქრობა შატილისა და მუცოს ციხე-სოფლებისკენ
აღმოაჩინეთ ხევსურეთის ველური სილამაზე სრულდღიანი სალაშქრო თავგადასავლის დროს ლეგენდარულ ციხე-სოფელ შატილსა და მუცოს შორის. ადგილობრივი მთიელების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოყენებული უძველესი მთის ბილიკების გაყოლებით, ეს ლაშქრობა უნიკალურ შესაძლებლობას მოგცემთ, ფეხით შეიგრძნოთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შორეული და შთამბეჭდავი რეგიონი.
მარშრუტი გაივლის ულამაზეს არღუნის ხეობას, სადაც გზად შეგხვდებათ მთის მდინარეები, ალპური მდელოები, შუა საუკუნეების კოშკები და კავკასიონის თვალწარმტაცი პეიზაჟები. გზად გაეცნობით ხევსურეთის მდიდარ ისტორიასა და მისი გამაგრებული დასახლებების გამორჩეულ არქიტექტურას.
მუცოს ციხესთან მისვლის შემდეგ მოინახულებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს, რომელიც დრამატულადაა აღმართული ხეობის თავზე და მიმდებარე მთების პანორამულ ხედებს გთავაზობთ.
დროის გატარების, დათვალიერებისა და ბუნებით ტკბობის შემდეგ დაბრუნდებით იმავე ბილიკით ან სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მარშრუტის ნაწილის ცხენით გავლას, იმ ტრადიციული გზების გამოყენებით, რომლებსაც ოდესღაც ადგილობრივი მწყემსები და მოგზაურები იყენებდნენ.
ღამისთევა შატილში, საოჯახო სასტუმროში.
დღე 9 – მთის ციხე-სოფლებიდან კახეთის ღვინის რეგიონამდე
დატოვეთ ციხე-სოფელი შატილი და გაემართეთ სამხრეთისკენ, აღმოსავლეთ საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტების გავლით. დიდი კავკასიონის შთამბეჭდავი მწვერვალების დატოვების შემდეგ, გზა მიგიყვანთ შორეულ სოფელ უდაბნოში, რომელიც გარეჯის ვრცელი ნახევარუდაბნოს კიდეზე მდებარეობს.
ჩასვლის შემდეგ დატკბით ამ უნიკალური რეგიონის მშვიდი ატმოსფეროთი და ულამაზესი მზის ჩასვლით, რომელიც ფერად ბორცვებსა და უსასრულო ღია ლანდშაფტებს ეფინება. სწორედ ეს განსაკუთრებული გარემო აქცევს ამ ადგილს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უჩვეულო დანიშნულებად.
ღამისთევა უდაბნოში.