ტურში თქვენ ნახავთ:
|
|
დღე 1
თქვენი გიდი და მძღოლი აეროპორტშივე დაგხვდებიან. ისინი პირდაპირ ზამთრის კურორტ ბაკურიანში მიგიყვანენ. გზა მხოლოდ სამ საათს წაგართმევთ, ამიტომ ბევრი დრო გექნებათ სნოუბორდის, თხილამურებით სრიალის, ცხენების და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ზამთარში ბაკურიანში არის ხელმისაწვდომი.
თავისუფალი დრო ზამთრის აქტივობებისთვის.
ღამისთევა ბაკურიანში.
დღე 2
სასტუმროში საუზმისა შემდეგ, შეხვდით თქვენს გიდს და გაემგზავრეთ ბორჯომისკენ. ბორჯომი საქართველოს სამხრეთით მდებარე ქალაქია. ქალაქი ცნობილია ბორჯომის მინერალური წყლებით, რომანოვების საზაფხულო სასახლით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკით. თქვენ შეძლებთ გაისეირნოთ ბორჯომის პარკში, რომელიც მთებს შორის ხეობაში მდებარეობს და ამ ქალაქისთვის დაუვიწყარ ხედებსა და უნიკალურ კლიმატს ქმნის. ამიტომ, ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კურორტია.
დაბრუნდით თბილისში, ღამისთევა თბილისში.
დღე 3
საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგიყვანთ. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.
ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით ან ვისიამოვნოთ თხილამურებით, სნოუბორდით ან პარაპლანით (სეზონის მიხედვით). გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდასა და გერგეთის სამების ტაძრისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.
ღამისთევა გუდაურში.
დღე 4
თავისუფალი დრო გექნებათ გუდაურში. ზამთარში იქ ბევრი აქტივობაა. შეგიძლიათ სცადოთ პარაპლანი, თხილამურებით სრიალი, საბაგირო გზით გასეირნება ან უბრალოდ თოვლით ტკბობა. საღამოს, შეხვდით თქვენს გიდს და მძღოლს და დაბრუნდით თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
დღე 5
თავისუფალი დრო.
ტრანსფერი აეროპორტში.
გამგზავრება.
შედის ფასში
გამონაკლისები