Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

უძველესი გამოქვაბულებიდან სამკურნალო წყაროებამდე – 4-დღიანი ტური საქართველოში

უძველესი გამოქვაბულებიდან სამკურნალო წყაროებამდე – 4-დღიანი ტური საქართველოში

790 ₾ / დან

  • თბილისი-ბორჯომი-რაბათი-ვარძია-უფლისციხე-მთები-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით: 

  1. ბორჯომი 
  2. ბორჯომის ცენტრალური პარკი
  3. რაბათი 
  4. ვარძია 
  5. უფლისციხე
  6. გორის ციხე 
  7. მეტეხის ეკლესია 
  8. რიყის პარკი 
  9. ქართლის დედა 
  10. ნარიყალის ციხე 
  1. თბილისის მეჩეთი 
  2. აბანოთუბანი 
  3. შარდენის ქუჩა
  4. სიონის ტაძარი 
  5. მშვიდობის ხიდი 
  6. გაბრიაძის თეატრი 
  7. ანჩისხატის ეკლესია 
  8. თავისუფლების მოედანი 

დღე 1 - ჩამოფრენა და ბორჯომში გამგზავრება

  • აეროპორტშივე დაგხვდებიან ჩვენი გუნდის წევრები და გავემგზავრებით ბორჯომში. საღამოს გავისეირნებთ ბორჯომის ცენტრალურ პარკში.  ბორჯომის ცნობილ ვულკანურ წყალს დავაგემოვნებთ მისი წყაროდან.
  • დავბინავდებით ბორჯომში.

 

დღე 2 - რაბათი ვარძია და ბორჯომის ცენტრალური პარკი ნამდვილი მესხური ვახშმით

  • დილით ადრევე გავეშურებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხის, ჯავახეთის სანახავად. ამ დღეს ჩვენ ორ ძალიან საინტერესო მუზეუმს ვეწვევით. პირველი მეთხუთმეტე საუკუნის ქალაქია. რაბათი XVI-XVII საუკუნეებში ოსმალო მმართველების რეზიდენცია და მონებით ვაჭრობის ცენტრი იყო. აქ შეძლებთ დატკბეთ მარმარილოთი ნაშენი და ოქროთი მოპირკეთებული შენობების სილამაზით. შეგიძლიათ ნახოთ მეჩეთი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში სხვა და სხვა რელიგიას ემსახურებოდა. ის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიად, ციხესიმაგრედ და შაჰების შეხვედრების ადგილად გადაკეთდა.
  • შემდეგი გაჩერება იქნება XII საუკუნის კლდეში გამოკვეთილი ქალაქივარძია. ეს არის ქალაქი ეკლესიით, სატრაპეზოთი, საცხოვრებელი გამოქვაბულებით, ღვინის მარნებით და ა.შ. საოცარი ადგილი შუა საუკუნეების ატმოსფეროს შესაგრძნობად.
  • უკან დაბრუნებისას კი ვეწვევით ბორჯომის ცენტრალურ პარკს სადაც დავაგემოვნებთ ბორჯომის მინერალურ წყლებს მათი წარმოშობის ადგილიდან, ეკატერინეს წყაროდან. 
  • საღამოს წაგიყვანთ ადგილობრივ ოჯახში სადაც ჩვენივე ხელით მოვამზადებთ მესხურ კერძებს, როგორებიცაა თუთმაჯი, თათარბერაკი და ა.შ.

 

დღე 3 - უფლისციხე და სხვა თვალით დანახული გორი

  • სასტუმროში საუზმის შემდეგ, დავიწყებთ ტურს. დღეს ჩვენ დავათვალიერებთ შიდა ქართლს. გორთან ახლოს, ვეწვევით უფლისციხის ნაქალაქარს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. ნაქალაქარის დათვალიერების შემდეგ, დავათვალიერებთ გორის ციხესიმაგრეს, ვნახავთ 9 ძმა ხერხეულიძის შეასნიძნავ ძეგლს და დავბრუნდებით თბილისში. 
    ღამისთევა თბილისში.

 

დღე 4 - გამგზავრება და ტურის დასასრული

  • თავისუფალი დრო შოპინგისთვის
  • ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ტურის ღირებუელბაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.