ადგილები, რომლებსაც მოინახულებთ:
დღე 1 / ჩამოსვლა და დაბინავება
დღე 2 / თბილისი
დღე 3 /
კახეთში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ მეღვინეობით, არამედ სამზარეულოთი, შეუძლებელია არ მოვინახუოთ ჩვენი გასტრონომიული ტურის ფარგლებში. დილიდანვე გავემგზავრებით საქართველოს აღმოსავლეთით სადაც პირველ რიგში მოვინახულებთ XI საუკუნეში აშენებულ ალავერდის სამონსატრო კომპლექსს. ალავერდი ასევე ცნობილია თავისი ვენახით და სხვადასხვა სახეობის ღვინის დაყენების ხანგრძლივი ტრადიციით. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ვეწვევით ვარდისუბანში ოჯახს სადაც ქვევრების დამზადების ხანგრძლივ ტრადიციას გავეცნობით. აქვვე დავაგემოვნებთ ადგილობრივ ჭაჭასა და ღვინოს, რომლებიც კახური ტრადიცილი მეთოდებით მზადდება.
ვარდისუბნის შემდეგ ყვარელში ადგილობრივ ოჯახს ვესტუმრებით, სადაც მასპინძელთან ერთად ტრადიციულ კერძებს მოვამზადებთ. ქართული თონის პური, ჩურჩხელა, ადგილობრივი წალამზე შემწვარი მწვადი და სხვა კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობა საინტერესო კულინარიული გამოცდილება იქნება. კახური სუფრა მარტივი, მაგრამ ძალიან მდიდარია, გამოირჩევა ხორცითა და ბოსტნეულით, რომელიც ღვინოს ძალიან უხდება.
ლანჩის შემდეგ გრემის კომპლექსს ვესტუმრებით. გრემის კომპლექსში მრავალი არქიტექტურული ნაგებობაა. ვიზიტორს ადვილად შეექმნება შთაბეჭდილება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.
საღამოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბინავდებით თელავში.
დღე 4 /
დღე 5 /
დღე 6 /
დილით დაბა სტეფანწმინდაში გავემგზავრებით, რომელიც კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედებით არის ცნობილი.
დღის პირველ ნახევარში ვესტუმრებით გერგეტის სამების ეკლესიას. გერგეტის წმინდა სამება მოხევეებისთვის რელიგიური ცენტრი და ყველაზე მნიშვნელოვანი სამლოცველოა. თავისი განსაკუთრებული მდებარეობითა და შვიდ - საუკუნიანი ისტორიით, ის ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს სახეს.
შუადღისას გადავინაცვლებთ სოფელ ცდოში, ეს სოფელი რუსეთ - საქარტველოს საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს და მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ყავს. აქ ვესტუმრებით ადგილობრივ ოჯახს და მოვინახულებთ მთის მკაცრი კლიმატური პირობების რეჟიმში მყოფი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას. დიასახლისთან ერთად მოვამზადებთ ტრადიციულ მოხევურ კერძს - ხინკალს.
ვახშმის შემდეგ, მანქანით გავემგზავრებით თბილისისკენ. გზად, გავჩერდებით ჟინვალის ზურმუხტისფერ წყალსაცავთან და ვესტუმრებით ანანურის ციხესიმაგრეს.
დღე 7 /
ამ დღეს დასავლეთისკენ გადავინაცვლებთ, რათა დასავლური კერძები დავაემოვნოთ. საქართველოს ამ მხარეს ხომ სრულიად განსხვავებული კერძები და გემოები გვხვდება. გზად რამდენიმე საინტერესო ღირსშესანიშნაობას ვნახავთ. გავჩერდებით ქართლში. ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც დაკავშირებულია როგორც წინარექრისტიანულ ასევე უახლეს ისტორიასთან. ამ ტურის განმავლობაში დავათვალიერებთ ამ პრიოდების ძეგლებს. პირველი გაჩერება იქნება ცნობილი სამლოცველო ქალაქი უფლისციხე (ძვ. წ. XVI ს.). აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და შეიგრძნოთ ისტორია. შემდეგი გაჩერება იქნება ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, გორი, ქალაქი, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა. მუზეუმში თქვენ გაეცნობით მისი ცხოვრების ბევრ უცნობ ისტორიას და შეგეძლებათ ნახოთ სახლის სადაც სტალინი დაიბადა, ასევე მისი პირადი ვაგონები, რომლებიტაც მგზავრობდა. გაიგეთ მეტი საბჭოთა კავშირისა და მისი დიქტატორის შესახებ. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოგზაურობას ისტორიულ ქუთაისში გავაგრძელებთ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
საღამოს უკვე ქუთაისში ვიქნებით სადაც ადილობრივ ოჯახში ვახშმად იმერულ საცივს დავაგემოვნებთ.
დღე 8 /
დილით ქუთაისის ბაზარს ვესტუმრებით. ბაზრის მონახულება საინტერესო გამოცდილებაა ხალხის უკეთ გასაცნობად ან სხვადასხვა მხარის კულინარიული თავისებურებების აღმოსაჩენად.
შემდეგ გადავინაცვლებთ გელათის სამონასტრო კომპლექსის(XII ს.) დასათვალიერებლად. გელათის ძეგლის მნიშვნელობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ, მაგრამ აქ მხოლოდ რამდენიმე მიზეზს ჩამოვთვლით: 1. გელათი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2. ის იყო საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში ქართული ოქროს ხანის დროს. 3. გელათი იყო XII-XIII სს-ის ქართველი მეფეების სამარხი. 4. გელათის საკურთხევლის მოზაიკა უნიკალურია მთელ მსოფლიოში. 5. მეფე დავით აღმაშენებლის ერთადერთი გამოსახულება შემორჩენილია გელათის საკათედრო ტაძრის კედლებზე.
ჩვენი გასტრონომიული თავგადასავალი დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება. მარტვილში ადგილობრივ ოჯახს ვესტუმრებით, სადაც განსაკუთრებულ მეგრულ სამზარეულოს დავაგემოვნებთ. მეგრული სამზარეულოს სიმდიდრე და მიმზიდველობა არა მხოლოდ კერძების მრავალფეროვნებაში, არამედ მათი შემადგენელი ინგრედიენტების საოცარ კომბინაციაშიც გამოიხატება. მასპინძლებთან ერთად მეგრული სამზარეულოს შედევრს - ელარჯს მოვამზადებთ.
სასიამოვნო ემოციებით აღსავსე, ქუთაისში დავბრუნდებით.
დღის ბოლოს ბაგრატის ტაძარს ვესტუმრებით, ადგილობრივებისთვის ბაგრატი მთავარი საკულტო ადგილია. ბაგრატის ტაძარი აშენდა X საუკუნეში საქართველოს გაერთიანების საპატივცემულოდ მეფე ბაგრატ X-ის მიერ (ტაძრის სახელი მეფის სახელიდან მომდინარეობს). მას შემდეგ ის ემსახურება როგორც ქართველი მონარქების კორონაციის ადგილს და რელიგიურ ცენტრს იმერეთში.
დღე 9 /
დილით ვბრუნდებით თბილისში. გზად ვნახავთ კაცხის სვეტს. არავინ იცის ზუსტად, როგორ მიიღო მან დღევანდელი ფორმა, თუმცა ერთი რამ ცხადია — ის ყოველთვის აღტაცების ობიექტი იყო ადამიანებისთვის. ეს ადგილი ყოველთვის აღიქმებოდა როგორც რაღაც ზეციური და არამიწიერი. ზემოთ, ორმოც მეტრიანი სვეტის თავზე პატარა მონასტერია, სადაც ერთადერთი ბერი ცხოვრობს. მონასტრის მონახულების შემდეგ ადგილობრივ ოჯახს ვესტუმრებით.
იმერული სამზარეულო თავად საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამაში ადვილად დავრწმუნდებით იმერულ ოჯახში სადილის დროს. კეცზე მომზადებული კერძები ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილია. აქ ჩვენ გავუზიარებთ იმ ემოციებსა და შტაბეჭდილებებს რაც საქართველოში მოგზაურობის დროს შეგვექმნა.
საღამოს თბილისში ვბრუნდებით. ქართული გემოები კი დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
ჩვენი კულინარიული თავგადასავალი მთავრდება გალა ვახშმით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავტკბებით ტრადიციული ქართული სამზარეულოთი და პრემიუმ ღვინოების საუკეთესო კომბინაციით უკვე თბილისში.
დღე 10 / გამგზავრება
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის: