Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

 "მამაქალაქი"-ის ტური თბილისიდან

 "მამაქალაქი"-ის ტური თბილისიდან

30 ₾ / დან

  • თბილისი-ბაგრატი-გელათი-ქუთაისი-თბილისი

ტურიში თქვენ ესტუმრებით:


  1. ქუთაისს 
  2. ბაგრატის ტაძარს 
  3. გელათის აკადემიასა და სამონასტრო კომპლექსს 
  4. მოწამეთა მონასტერს

თუ ისტორიით ხართ დაინტერესებული, ეს ტური თქვენთვისაა! დღეს თქვენ ეწვევით საქართველოს ოქროს ხანის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. დავიწყოთ გელათის სამონასტრო კომპლექსით (XII ს.). გელათის ძეგლის მნიშვნელობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ, მაგრამ აქ მხოლოდ რამდენიმე მიზეზს ჩამოვთვლით:  1. გელათი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2. ის იყო საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში ქართული ოქროს ხანის დროს. 3. გელათი იყო XII-XIII სს-ის ქართველი მეფეების სამარხი. 4. გელათის საკურთხევლის მოზაიკა უნიკალურია მთელ მსოფლიოში. 5. მეფე დავით აღმაშენებლის ერთადერთი გამოსახულება შემორჩენილია გელათის საკათედრო ტაძრის კედლებზე.

შემდეგი გაჩერება - ბაგრატის ტაძარი (X ს.). ადგილობრივებისთვის ბაგრატი მთავარი საკულტო ადგილია. ბაგრატის ტაძარი აშენდა X საუკუნეში საქართველოს გაერთიანების საპატივცემულოდ მეფე ბაგრატ X-ის მიერ (ტაძრის სახელი მეფის სახელიდან მომდინარეობს). მას შემდეგ ის ემსახურება როგორც ქართველი მონარქების კორონაციის ადგილს და რელიგიურ ცენტრს იმერეთში.

მოწამეთას მონასტერის მონახულებაც, შედის ჩვენს გეგმებში. მონასტერი მდინარე რიონის თავზე დგას და სანაპირო მცენარეულობაშია ჩაფლული. ლეგენდის თანახმად, მონასტერი აშენდა იმ ადგილას, სადაც მუსლიმმა დამპყრობლებმა სიკვდილით დასაჯეს დავით და კონსტანტინე მხეიძეები, ქართველი მთავრები, რომლებმაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე. მათი წმინდანაწილები მოწამეთას ეკლესიაში არიან დასვენებულები. აქ ასეთი რწმენა არსებობს: თუ სამჯერ შეეხები მათ სიწმინდეებს და სურვილს ჩაიფიქრებ, მთავრები დავითი და კონსტანტინე აკურთხებენ მას.


გრძელი დღის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 14 საათი.


ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის: 

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია. 

ფასები  ერთ ადამიანზე 

1 ადამიანი $140 გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით!
2 ადამიანი $70 გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით!
3 ადამიანი $50 გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით!
4 ადამიანი $40 გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით!

*ჯგუფ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.*