ტურიში თქვენ ესტუმრებით:
|
თუ ისტორიით ხართ დაინტერესებული, ეს ტური თქვენთვისაა! დღეს თქვენ ეწვევით საქართველოს ოქროს ხანის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. დავიწყოთ გელათის სამონასტრო კომპლექსით (XII ს.). გელათის ძეგლის მნიშვნელობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ, მაგრამ აქ მხოლოდ რამდენიმე მიზეზს ჩამოვთვლით: 1. გელათი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2. ის იყო საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში ქართული ოქროს ხანის დროს. 3. გელათი იყო XII-XIII სს-ის ქართველი მეფეების სამარხი. 4. გელათის საკურთხევლის მოზაიკა უნიკალურია მთელ მსოფლიოში. 5. მეფე დავით აღმაშენებლის ერთადერთი გამოსახულება შემორჩენილია გელათის საკათედრო ტაძრის კედლებზე.
შემდეგი გაჩერება - ბაგრატის ტაძარი (X ს.). ადგილობრივებისთვის ბაგრატი მთავარი საკულტო ადგილია. ბაგრატის ტაძარი აშენდა X საუკუნეში საქართველოს გაერთიანების საპატივცემულოდ მეფე ბაგრატ X-ის მიერ (ტაძრის სახელი მეფის სახელიდან მომდინარეობს). მას შემდეგ ის ემსახურება როგორც ქართველი მონარქების კორონაციის ადგილს და რელიგიურ ცენტრს იმერეთში.
მოწამეთას მონასტერის მონახულებაც, შედის ჩვენს გეგმებში. მონასტერი მდინარე რიონის თავზე დგას და სანაპირო მცენარეულობაშია ჩაფლული. ლეგენდის თანახმად, მონასტერი აშენდა იმ ადგილას, სადაც მუსლიმმა დამპყრობლებმა სიკვდილით დასაჯეს დავით და კონსტანტინე მხეიძეები, ქართველი მთავრები, რომლებმაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე. მათი წმინდანაწილები მოწამეთას ეკლესიაში არიან დასვენებულები. აქ ასეთი რწმენა არსებობს: თუ სამჯერ შეეხები მათ სიწმინდეებს და სურვილს ჩაიფიქრებ, მთავრები დავითი და კონსტანტინე აკურთხებენ მას.
გრძელი დღის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში.
ტურის ხანგრძლივობა: 14 საათი.
ტურის ღირებულებაში შედის:
ტურის ღირებულებაში არ შედის:
ფასები ერთ ადამიანზე
| 1 ადამიანი | $140 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 2 ადამიანი | $70 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 3 ადამიანი | $50 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 4 ადამიანი | $40 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
*ჯგუფ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.*