Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

საქართველოს შუასაუკუნეების მემკვიდრეობა

საქართველოს შუასაუკუნეების მემკვიდრეობა

25 ₾ / დან

  • თბილისი-ახალციხე-რაბათი-ვარძია-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით: 


  1. ბორჯომის ცენტრალურ პარკს
  2. ვარძიის მუზეუმს
  3. ხერთვისის ციხეს
  4. რაბათის კომპლექსს

დილით ადრევე გავეშურებით საქართველოს ერთ-ერთიუზველესი კუთხის, ჯავახეთის სანახავად. ამ დღეს ჩვენ ორ ძალიან საინტერესო მუზეუმს ვეწვევით. პირველი მეთხუთმეტე საუკუნის ქალაქია. რაბათი XVI-XVII საუკუნეებში ოსმალო მმართველების რეზიდენცია და მონებით ვაჭრობის ცენტრი იყო. აქ შეძლებთ დატკბეთ მარმარილოთი ნაშენი და ოქროთი მოპირკეთებული შენობების სილამაზით. შეგიძლიათ ნახოთ მეჩეთი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში სხვა და სხვა რელიგიას ემსახურებოდა. ის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიად, ციხესიმაგრედ და შაჰების შეხვედრების ადგილად გადაკეთდა.

შემდეგი გაჩერება იქნება XII საუკუნის კლდეში გამოკვეთილი ქალაქი, ვარძია. ეს არის ქალაქი ეკლესიით, სატრაპეზოთი, საცხოვრებელი გამოქვაბულებით, ღვინის მარნებით და ა.შ. საოცარი ადგილი შუა საუკუნეების ატმოსფეროს შესაგრძნობად.

უკან დაბრუნებისას კი ვეწვევით ბორჯომის ცენტრალურ პარკს სადაც დავაგემოვნებთ ბორჯომის მინერალურ წყლებს მათი წარმოშობის ადგილიდან, ეკატერინეს წყაროდან. 

ტურის ხანგრძლივობა: 12 საათი.


ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია. 

ფასები ერთ ადამიანზე 

1 ადამიანი $130 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშიდით!
2 ადამიანი $70 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშიდით!
3 ადამიანი $45 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშიდით!
4 ადამიანი $35 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშიდით!

*ჯგუფ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.*