Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

საქართველოს უძველესი საგანძური

საქართველოს უძველესი საგანძური

35 ₾ / დან

  • თბილისი-მცხეთა-გორი-უფლისციხე-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ: 


  1. სვეტიცხოვლის ტაძარი
  2. ჯვრის მონასტრი
  3. გორის ციხე
  4. უფლისციხე
  5. იოსებ სტალინის მუზეუმი

ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც დაკავშირებულია როგორც წინარექრისტიანულ ასევე უახლეს ისტორიასთან. ამ ტურის განმავლობაში დავათვალიერებთ ამ პრიოდების ძეგლებს. პირველი გაჩერება იქნება ცნობილი სამლოცველო ქალაქი უფლისციხე (ძვ. წ. XVI ს.). აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და შეიგრძნოთ ისტორია. შემდეგი გაჩერება იქნება ქართლის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, გორი, ქალაქი, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა.  მუზეუმში თქვენ გაეცნობით მისი ცხოვრების ბევრ უცნობ ისტორიას და შეგეძლებათ ნახოთ სახლის სადაც სტალინი დაიბადა, ასევე მისი პირადი ვაგონები, რომლებიტაც მგზავრობდა.  გაიგეთ მეტი საბჭოთა კავშირისა და მისი დიქტატორის შესახებ. გააგრძელეთ გზა მცხეთისკენ, სადაც მთავარი ღირსშესანიშნაობაა სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.), რომელიც მრავალი რამით არის მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ტაძრის საძირკველში დაკრძალული ქრისტეს კვართის გამო, ის ასევე წარმოადგენს ქართველი მეფეების და წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილების სამარხს.

შემდეგი გაჩერება არის ჯვრის მონასტერი (VI ს.), რომელიც მთაზე დგას და ამაყად გადაჰყურებს ქალაქს და მდინარეებს მტკვარსა და არაგვს უერთდება, საიდანაც განსაცვიფრებელი ხედი იშლება. ეკლესია აგებულია საქართველოში პირველი ჯვრის ადგილას.

ტურის ხანგრძლივობა: 7 საათი.


ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია. 

ფასები ერთ ადამიანზე

1 ადამიანი 140 გაქვთკითხვები? დაგვიკავშირდით!
2 ადამიანი 80 გაქვთკითხვები? დაგვიკავშირდით!
3 ადამიანი 55 გაქვთკითხვები? დაგვიკავშირდით!
4 ადამიანი 45 გაქვთკითხვები? დაგვიკავშირდით!

*ჯგუფ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.*