Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ბორჯომი ბაკურიანის ერთ დღიანი სათავგადასავლო ტური

ბორჯომი ბაკურიანის ერთ დღიანი სათავგადასავლო ტური

40 ₾ / დან

  • თბილისი - ბორჯომი - ბაკურიანი - თბილისი

ადგილები, რომლებსაც მოინახულებთ: 


  1. ბორჯომი
  2. ბორჯომის ცენტრალური პარკი
  3. ეკატერინას წყარო
  4. მწვანე მონასტერი
  5. ბაკურიანი (სეზონის მიხედვით)
  6. ბორჯომის ნაციონალური პარკი
  7. ცხენის მოკლე ტური

ეს ტური კარგი საშუალებაა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილის ბორჯომ-ხარაგაულის დასათვალიერებლად. ის მოიცავს როგორც ისტორიულ ნაწილს მწვანე მონასტრის კუთხით, ასევე სათავგადასავლო ნაწილს, სადაც ცხენებით მოგატარებთ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დიდ ნაწილს. ტურის ზამთრის სეზონზე შეკვეთის შემთხვევაში ვეწვევით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სათხილამურო კურორტს - ბაკურიანს. დავაგემოვნებთ ცნობილ ბორჯომის წყალს პირდაპირ წყაროდან და მოვინახულებთ ზამთრის საქართველოს. 

დილითვე გავეშურებით ბორჯომის სანახავად, რომელიც ცნობილია მინერალური წყლებით, რომანოვების საზაფხულო სასახლით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკით. გავისეირნებთ ბორჯომის პარკში, რომელიც ხეობაში მდებარეობს და დაუვიწყარ ხედებსა და უნიკალურ კლიმატს ქმნის ამ ქალაქისთვის. ამიტომ, ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კურორტია. ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე ვეწვევით მწვანე მონასტერს. ეს მე-9 საუკუნის ეკლესია მომაჯადოებელ ადგილას მდებარეობს, მთების, მდინარისა და ტყის შუაგულში. ბაკურიანი ჩვენი ექსკურსიის საბოლოო წერტილი იქნება. ესაა სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. ზამთრის სეზონზე აქ გავერთობით თხილამურებით სრიალით, თოვლმავლებით გასეირნებით და ა.შ.

გრძელი დღის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 10 - 12 საათი.


ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.