Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

კავკასიონის მარგალიტები ერთ დღიანი ტური თბილისიდან

კავკასიონის მარგალიტები ერთ დღიანი ტური თბილისიდან

25 ₾ / დან

  • თბილისი-ჯინვალი-ანანური-გუდაური-სტეფანწმინდა-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით:


  1. ჟინვალის წყალსაცავს 
  2. ანანურის ციხესიმაგრეს 
  3. გუდაურს
  1. გუდაურის პანორამას 
  2. სტეფანწმინდას 
  3. გერგეტის სამებას 

საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგიყვანთ. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.

ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით ან ვისიამოვნოთ თხილამურებით, სნოუბორდით ან პარაპლანით (სეზონის მიხედვით). გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდასა და გერგეთის სამების ტაძრისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.

გერგეთის ეკლესიის დათვალიერების შემდეგ, დავბრუნდებით თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 9 საათი.


ფასში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ფასში არ შედის: 

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.

ფასები ერთ ადამიანზე 

1 ადამიანი  $120 დაგვიკავშირდით!
2 ადამიანი $60 დაგვიკავშირდით!
3 ადამიანი $40 დაგვიკავშირდით!
4 ადამიანი $35 დაგვიკავშირდით!

*Discounted prices for high seasons are available per request* *You can also book for less with our English-speaking drivers.*


*Available per request. No specific dates*