ადგილები, რომლებსაც მოინახულებთ:
ეს ტური კარგი საშუალებაა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილის ბორჯომ-ხარაგაულის დასათვალიერებლად. ის მოიცავს როგორც ისტორიულ ნაწილს მწვანე მონასტრის კუთხით, ასევე სათავგადასავლო ნაწილს, სადაც ცხენებით მოგატარებთ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დიდ ნაწილს. ტურის ზამთრის სეზონზე შეკვეთის შემთხვევაში ვეწვევით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სათხილამურო კურორტს - ბაკურიანს. დავაგემოვნებთ ცნობილ ბორჯომის წყალს პირდაპირ წყაროდან და მოვინახულებთ ზამთრის საქართველოს.
დილითვე გავეშურებით ბორჯომის სანახავად, რომელიც ცნობილია მინერალური წყლებით, რომანოვების საზაფხულო სასახლით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკით. გავისეირნებთ ბორჯომის პარკში, რომელიც ხეობაში მდებარეობს და დაუვიწყარ ხედებსა და უნიკალურ კლიმატს ქმნის ამ ქალაქისთვის. ამიტომ, ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კურორტია. ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე ვეწვევით მწვანე მონასტერს. ეს მე-9 საუკუნის ეკლესია მომაჯადოებელ ადგილას მდებარეობს, მთების, მდინარისა და ტყის შუაგულში. ბაკურიანი ჩვენი ექსკურსიის საბოლოო წერტილი იქნება. ესაა სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. ზამთრის სეზონზე აქ გავერთობით თხილამურებით სრიალით, თოვლმავლებით გასეირნებით და ა.შ.
გრძელი დღის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში.
ტურის ხანგრძლივობა: 10 - 12 საათი.
ღირებულებაში შედის:
ღირებულებაში არ შედის:
ფასები ერთ ადამიანზე
| 1 ადამიანი | $120 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 2 ადამიანი | $60 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 3 ადამიანი | $40 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |
| 4 ადამიანი | $30 | გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით! |