Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ერთ დღიანი ტური დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში

ერთ დღიანი ტური დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში

50 ₾ / დან

  • თბილისი- უდაბნო-დავით გარეჯის მონასტერი- თბილისი

ადგილები, რომლებსაც მოინახულებთ: 


  1. დავით-გარეჯელის სამონასტრო კომპლექსი
  2. სოფელი უდაბნო
  3. ტბა მრავალწყარო 

აღმოაჩინეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ჯერ კიდევ ხელუხლებელი რეგიონი ამ ერთდღიან ტურზე თბილისიდან. თქვენი მოგზაურობა იწყება დილით, როდესაც გიდთან ერთად გაემგზავრებით აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებისკენ. გზად, ასფალტი თანდათან იცვლება გრუნტიანი გზით და გარემო გარდაიქმნება ფართო ველებად, მარილიან ტბებად და ფერად ბორცვებად.

პირველი გაჩერება იქნება „ცისარტყელა მთები“ მრვალწყაროს ტბის მიმდებარედ. აქ მთები ბუნებრივად არის შეღებილი წითელ, ყვითელ, მწვანე და თეთრ ფერად — ეს სხვა და სხვა ფერის ფენები კი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. აქ არ არის ხალხმრავლობა — მხოლოდ სიჩუმე, ქარი და ხელშეუხებელი ბუნება.

შემდეგ მოვინახულებთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს.  კომპლექსის შემადგენლობაშჲ ბევრი სხვა და სხვა მონასტერია, VI საუკუნის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ვეწვევით პირველად, ის პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი და აქ დღემდეა შემორჩენილი ძველი ფრესკები და ბერების სენაკები.  შემდეგ გააგრძელებთ წმინდა დავით გარეჯელის ლავრაში — საქართველოს ერთ-ერთ უძველეს მონასტერში, რომელიც უკვე 1500 წელზე მეტია არსებობს. ვიზიტისას გვექნება საკმარისი დრო, რათა სრულად შევიგრძნოთ ამ გამორჩეული ადგილის ისტორია და ატმოსფერო.

კულტურული ნაწილის შემდეგ გავემგზავრებით უდაბნოს სოფელში. აქ ვეწვევით ადგილობრივ ოჯახს ლანჩისთვის, მათი სახლი გარშემორტყმულია მარილიანი ტბებითა და ნუშის ბაღებით და გთავაზობთ ნამდვილი, სახლში მომზადებული ქართული კერძებს ტურისტული მენიუს გარეშე. ისიამოვნეთ ამ ხელუხლებელი ბუნებით და დაბრუნდით თბილისში.

ხანგრძლივობა: 6–7 საათი


ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.