Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

კავკასიური სათავგადასავლო MICE ტური

კავკასიური სათავგადასავლო MICE ტური

700 ₾ / დან

  • აზერბაიჯანი-ბაქო-გობუსტანი-შეკი-საქართველო-თბილისი-ყაზბეგი-წალკა-სომხეთი-ერევანი

პრემიუმ კლასის მოგზაურობა, რომელიც აერთიანებს თავგადასავალს, კულტურასა და კორპორატიულ ღონისძიებას სამხრეთ კავკასიაში


Tbilisi Baku Yerevan

დღე 1 – ბაქო  აზერბაიჯანი 

ჩვენი ღონისძიება დაიწყება ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში. აეროპორტშივე დაგხვდებიან ჩვენი წარნმომადგენლები და წაგიყვანენ სასტუმროში სადაც ერთ საათიანი დასვენების შემდეგ დავიწყებთ ბაქოს ორიენტაციულ ტურს. სადაც ვნახავთ ცეცხლის კოშკებს, ძველ ქალაქს(იჩერიშეჰერი) და კასპიის ბულვარს. კასპიის ზღვის სანაპიროს ბულვარში კი მთელი პატარა ვენეციაა წარმოდგენილი, სადაც ნავიტ გასეირნება შეგეძლებათ.

მოგვიანებით, მისასალმებელი მიღება და ვახშამი ავთენტური აზერბაიჯანული სამზარეულოთი და ცოცხალი ხალხური მუსიკით გელოდებათ კასპიის სანაპიროზე. ვახშამზე კი გვეყოლება წამყვანი და გვექნება პროგრამა, რომელიც მოიცავს კორპორატიულ თამაშებს და ღონისძიებებს. 

საუკეთესო მომენტები: 

  • თვალწარმტაცი მოგზაურობა ბაქოში

  • ბაქოს ქალაქის ტური

  • ქსელური ვახშამი კასპიის სანაპირო ზოლის ხედებით

 


დღე 2 – აზერბაიჯანი: გობუსტანის თავგადასავალი და კულტურული შერწყმა 

ამ დღეს დავუტმობთ გობუსტანის ეროვნული პარკის დათვალიერებას, რომელიც ცნობილია თავისი ტალახის ვულკანებითა და უძველესი პეტროგლიფებით. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი იდეალურ გარემოს გთავაზობთ ფოტოგრაფიული თიმბილდინგის ჩატარებისთვის. აქ მოვაწყობთ კორპორატიულ თამაშს სადაც მონაწილეები იპოვიან ადგილებს, გადაირებენ სახალისო ფოტოებს, ექნებათ მინიშნებები, გამოიცნობენ გამოცანებს და გამოვავლენთ გამარჯვებულ ჯგუფს. 

მოგვიანებით, გადავინაცვლებთ ლაჰიჩში, ლაჰიჩი ისტორიული მთიანი სოფელია. იგი ცნობილია სპილენძის ნაკეთობებით, ასევე ქვით მოკირწყლული ქუჩებითა და ტრადიციული არქიტექტურით. ლაჰიჩი არის ერტ-ერთი ყველაზე ავტენტურად შემონახული სოფელი აზერბაიჯანში. საღამოს გვექნება ხაკიცების დამზადების მასტერ-კლასი ლაჰიჩში. რაც ყველა მონაწილეს აზერბაიჯანი კულტურულ მემკვიდრეობასთან დააკავშირებს.

საუკეთესო მომენტები: 

  • გობუსტანის ეკო-თავგადასავალი და თიმბილდინგი
  • კულტურული მასტერკლასი
  • ვახშამი ტრადიციულ აზერბაიჯანულ რესტორანში

 


დღე 3 – აზერბაიჯანი: მთის და ლიდერების გამოცდა

გაემართეთ ჩრდილოეთისკენ, კავკასიის მთებისკენ, სადაც ჩახვალთ ქალაქში სახელად შეკი. შეკიში დაგხვდებათ უამრავი ისტორიული შენობა და ტკბილეულის მაღაზიები, სადაც ამზადებენ ადგილობრივ ფახლავას. დღეს გვექნება ღია ცის ქვეშ თიმბილდინგის თამაში ლიდერების გამოსავლენად. მონაწილეები იტამაშებენ მთაში ორიენტაციის რბოლაში, გუნდურ ნავიგაციის დავალებებსა და ჯგუფურ გამოწვევებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ნდობასა და კომუნიკაციას.

საუკეთესო მომენტები:

  • მთის თავგადასავლების თამაში
  • ლიდერობისა და პრობლემების გადაჭრის სავარჯიშოები
  • საღამოს საქართველოში გადმოსვლა და დასვენება.

დღე 4 – თბილისი, საქართველო: კავკასიის კარიბჭე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში, საქართველოს დედაქალაქში და კავკასიის რეგიონში MICE ტურის მთავარ წერტილში. ჩამოსვლისთანავე მონაწილეებს ჩვენი წარმომადგენლები მოგიწყობენ თბილ ქართულ დახვედრას და სასტუმროში დაგაბინავებენ.

საღამოს მოვაწყობთ ისტორიული თბილისის ტურს. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა მოგზაურისთვის მთავარი ქალაქის დათვალიერება აუცილებლობაა. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს თქვენ ნახავთ ძველი თბილისის უმნიშვნელოვანეს ნაწილებს. მეტეხის საკათედრო ტაძარს (XIII ს.) და ისნის უბანს, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო, ნარიყალას (VI ს.), ქალაქში ერთ-ერთ პირველ ნაგებობას, გოგირდის აბანოების უბანს და უნიკალურ მეჩეთს, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, შარდენის ქუჩას და სხვა ადგილებს, რომლებსაც სეირნობისას ნახავთ.

მოგვიანებით გელოდებათ ვახშამი ქალაქის პანორამული ხედებით. ვახშმის დროს თქვენ მიიღებთ ინსტრუქციებსა და მინიშნებებს მომავალი გუნდური შეჯიბრისთვის.

საუკეთესო მომენტები: 

  • ექსკლუზიური მისასალმებელი კოქტეილი ძველი თბილისის პანორამული ხედით რესტორანში
  • კორპორატიული აქტივობები
  • ღამისთევა თბილისში

 


დღე 5 – საქართველო: ჯიპების თავგადასავალი ყაზბეგში და გერგეტის წმინდა სამება

თავგადასავალი იწყება საქართველოს თვალწარმტაცი სამხედრო გზატკეცილით ყაზბეგის ეროვნული პარკისკენ ადრეული გამგზავრებით. ჩვენი ტურის მონაწილეები 4x4 მანქანებით გავემგზავრებით გერგეტის სამების ეკლესიამდე, რომელიც 2170 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და საიდანაც ყაზბეგის მთის განსაცვიფრებელი ხედები იშლება. 

მოგვიანებით გადავინაცვლებთ სნოს ხეობაში და აქ დაიწყება მთლიანი ტურის მთავარი აქტივობა, გუნდური თამაში: "ოქროს საწმისის ძიებაში", სადაც ძველი ქართული და ბერძნული ლეგენდებში აღმოჩნდებით და თავს მათ მთავარ პერსონაჟებად წარმოიდგენთ. ვიმუშავებთ სხვადასხვა გუნდებში, ვიპოვით დაფარულ ქანდაკებებს, გავესაუბრებით ადგილობრივებს მათ დიალექტზე, ვიპოვოთ ცხვრებს, შეაგროვებთ ოქროს ნაწილაკებს მთის მდინარეებიდან, რათა ყველა დაბრკოლება გადავლახოთ და მიიღოთ მთავარი პრიზი - ოქროს საწმისი- ეს ყველაფერი მოხდება ხელუხლებელ მთის ლანდშაფტში.

საუკეთესო მომენტები: 

  • თავგადასავალი კავკასიონის მთებში
  • გერგეთის სამების ეკლესიის მონახულება
  • ღამისთევა ყაზბეგში

დღე 6 – საქართველო: კანიონები ღია ცის ქვეშ გუნდური გამოწვევა

დღეს გადავინაცვლებთ წალკაში. დავტკბებით დაშბაშის კანიონის ბუნებრივი სილამაზით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა. გადავივლით შუშის დაკიდულ ხიდს, დავტკბებით პანორამული ხედებით და ამის შემდეგ გამოვცდით დაშბაშიც ცნობილ ატრაქციონებს: ზიპლაინს და ველოსიპედს რომელიც თოკებზეა გამოკიდებული. 

შუადღისას გველოდება კორპორატიული გუნდური გამოწვევა ლიდერობის, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს დამუშავებისათვის თვალწარმტაც გარემოში დაშბაშის კანიონზე. ღამისთევა თბილისში.

საუკეთესო მომენტები:

  • კანიონის შესწავლა და ეკო-სათავგადასავლო აქტივობები
  • გუნდური თამაშები, რომლებიც ორიენტირებულია თანამშრომლობასა და კრეატიულობაზე
  • საღამოს ვახშამი ცოცხალი მუსიკით ვარსკვლავების ქვეშ

 


დღე 7 – საქართველოდან სომხეთში

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სომხეთისკენ. მგზავრობისას დავტკბებით აყვავებული პეიზაჟებით და ბორცვებით, რომლებიც ამ უძველეს მიწებს აერთიანებს.

ერევანში ჩასვლისთანავე მონაწილეები სასტუმროში განთავსდებიან და მშვიდ საღამოს რესპუბლიკის მოედანზე გიდის თანხლებით გაატარებენ.

საუკეთესო მომენტები:

  • თვალწარმტაცი ტრანსფერი თბილისიდან ერევანში
  • ვახშამი ტრადიციული სომხური მუსიკითა და სამზარეულოთი
  • საღამოს თავისუფალი დრო ერევნის ცენტრში

 


დღე 8 – სომხეთი: კულტურული აღმოჩენა და ექსკლუზიური მაის ივენთი 

დღევანდელი დღე კორპორატიულ ღონისძიებასა და კულტურულ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. დავიწყებთ სემინარით ერევანში, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი აღჭურვილობითა და პროფესიონალური მხარდაჭერით.

შუადღისას მოვინახულებთ არარატის ბრენდის ქარხნას და აქ ჩავატარებთ კერძო ტურს. არარატის ქარხნის შემდეგ გავისეირნებთ ერევნის ცენტრალურ ნაწილში. ვნახავთ ცენრალურ მოედანს, კასკადს, ვერნისაჟს და სხვა. დღე დასრულდება ვახშმით, სადაც წარმოდგენილი იქნება დახვეწილი ღვინოები და გასართობი ღონისძიებები.

საუკეთესო მომენტები: 

  • კორპორატიული შეხვედრა ერევანში

  • ექსკლუზიური ბრენდის და ღვინის დაგემოვნება და არარატის ქარხნის ტური.

  • გალა ვახშამი 


დღე 9 – ექსკურსია ეჩმიაძინსა და ზვარტნოცში 

დღეს ჩვენ დავიწყებთ სომხეთის ყველაზე წმინდა ადგილის, მისი რელიგიური ცენტრის, ეჩმიაძინის მონახულებით. ეჩმიაძინი არის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სომხეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, რომელსაც იგივე სახელი აქვს. კომპლექსი შედგება ჰრიფსიმეს, გაიანეს და ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის ეკლესიებისგან და წარმოადგენს სომხური სამოციქულო ეკლესიის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინას. იუნესკოს მიერ დაცული, იგი მე-4 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და მოგზაურებისთვის აბსოლუტურად ღირსშესანიშნავი ადგილია.

ეჩმიაძინის მონახულების შემდეგ, დროა ეწვიოთ შუა საუკუნეების სომხურ საკათედრო ტაძარს, ზვარნოცს. დატკბით ღირსშესანიშნაობებით და დაბრუნდით ერევანში.

საუკეთესო მომენტები: 

  • ეჩმიაძინისა და ზვარტნოცის მონახულება 

  • ქალაქგარეთ გასეინება

 


დღე 10 – დასვენება და გალა ვახშამი 

დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და გაისეირნონ ერევანში შოპინგისთვის, დასათვალიერებლად და ა.შ. მათ შორის მოემზადონ გალა ვახშმისთვის, რომელიც ჩატარდება კასკადის რესტორანში ფოიერვერკებით და ცოცხალი მუსიკით. 


დღე 11  – პროგრამის დასასრული და გამგზავრება

საუზმის შემდეგ, ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსფერი გამგზავრებისთვის. სტუმრები სამხრეთ კავკასიის დაუვიწყარი მოგონებებით გაემგზავრებიან.