ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:
|
|
დღე 1
ბათუმის აეროპორტში დაგხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც დაგეხმარებიან ყველაფერში და დაგაბინავებენ. თავისუფალი საღამო. ღამისთევა ბათუმში.
დღე 2
დაიწყეთ დილა ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით. ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში და იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ზაფხულის საღამოების გატარება ზღვის სანაპიროზე სიმწვანესა და სუბტროპიკულ კლიმატში ჩაფლული მცენარეების ფონზე. ქალაქის ტური იწყება მისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის ბათუმის თეატრით (XIX ს.). მედეას ქანდაკებით, ოქროს საწმისით „იასონისა და არგონავტების“ ლეგენდიდან, ბათუმში მდებარე პიაცა ევროპაში ყველაზე დიდი მოზაიკაა, რომელიც 106 კვ.მ ფართობს მოიცავს და 2010 წელს შეიქმნა, ბაუმისი მეჩეთი (XIX ს.). ვიწრო, მყუდრო ქუჩები, და ცნობილი ბათუმის ბულვარი, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელია და მისი სიგრძე 7 კილომეტრეს აღწევს. სწორედ ამ ყველაფერს იხილავთ ბატუმის საფეხმავლო ტური სდროს თქვენს გიდთან ერთად.
თავისუფალი საღამო. ღამისთევა ბათუმში.
დღე 3
დაიწყეთ მომდევნო მშვენიერი დღე შავი ზღვის სანაპიროზე. დღეს პირველი, რაც მოინახულებთ, ბოტანიკური ბაღია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 111 ჰექტარზეა გადაჭიმული მწვანე კონცხზე. დაარსებული მე-19 საუკუნეში, ის აოცებს თავის ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი მცენარეების მდიდარი კოლექციით. შემდეგი გაჩერება იქნება ანტიკური ხანის ციხესიმაგრე. მას გონიო ჰქვია. არავინ იცის, ვინ ააშენა სინამდვილეში ეს ციხესიმაგრე, მაგრამ მისი ადრეული სახელი, აფსარუნტი, პირველად რომაელებმა ახსენეს. აფსარუნტის კედლები მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმეა და ბევრ სხვადახსვა იმპერიას ემსახურებოდა: რომაელებს, ბიზანტიელებს, გენუელებს და ოსმალებს. დღეს გონიო არის ისტორიული ძეგლი. გონიოს ციხესიმაგრის დათვალიერების შემდეგ, გადავინაცვლებთ მახუნცეთის ჩანჩქერთან, რომელიც ბათუმიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ეს სასიამოვნო ადგილია ბუნების მოყვარულთათვის. ჩანჩქერი 50 მეტრის სიმაღლისაა და ბევრ ვიზიტორს იზიდავს. დაბრუნება ბათუმში.
თავისუფალი საღამო. ღამისთევა ბათუმში.
დღე 4
დილით თავისუფალი დრო. ტრანსფერი აეროპორტში.
გამგზავრება.