Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ღვინის ტური სიღნაღი-გორი

ღვინის ტური სიღნაღი-გორი

900 ₾ / დან

  • თბილისი-თელავი-სიღნაღი-გორი-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით?

  1. მეტეხის საკათედრო ტაძარი
  2. რიყის პარკი
  3. საქართველოს დედა
  4. ნარიყალას ციხე
  5. თბილისის მეჩეთი
  6. აბანოს უბანი
  7. შარდენის ქ
  8. სიონის საკათედრო ტაძარი
  9. მშვიდობის ხიდი
  10. გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრი
  11. ანჩისხატის ბაზილიკა
  12. თავისუფლების მოედანი
  1. 8000 მოსავალი
  2. თელავი
  3. მეფე ერეკლე II-ის სასახლე
  4. ალავერდის მონასტერი
  5. შუმის მეღვინეობა
  6. გრემი
  7. ზაზას მეღვინეობა
  8. სიღნაღი
  9. ბოდბე
  10. ღვინის ქარხანა ხარება
  11. ჯვრის მონასტერი
  12. შატო მუხრანი
  13. იაგოს მეღვინეობა

დღე 1

  • ჩამოფრენისას ჩვენი წარმომადგენლები დაგხვდებიან აეროპორტში და წაგიყვანენ სასტუმროში, რათა მოისვენოთ. საღამოს გავისეირნებთ თბილისის ისტორიულ ნაწილში. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა მოგზაურისთვის, რომელსაც ქვეყნის შეცნობა სურს, დედაქალაქის დათვალიერება აუცილებლობაა. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს თქვენ ნახავთ ძველი თბილისის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, როგორიცაა: მეტეხის ტაძარი, სიონის, ანჩისხატის ეკლესიები, მშვიდობის ხიდი და სხვა. 
  • ღამისთევა თბილისში

 

დღე 2

  • დილით, შეხვდით თქვენს გიდს და მძღოლს, რათა დაიწყოთ მოგზაურობა კახეთისკენ. კახეთში თქვენ გელით გრძელი, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით სავსე დღე. თქვენი პირველი გაჩერება საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს გზაზე, პატარა ქალაქია, სახელად თელავი. თელავი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ის ასევე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. თელავის ძველ ქალაქში მოკლე გასეირნების შემდეგ, ეწვიეთ მეფე ერეკლე II-ის რეზიდენციას. ის ახლახან აღადგინეს და მუზეუმად გადააკეთეს. აქ შეგიძლიათ ნახოთ: ნუმიზმატიკური მასალა, გვიანი შუა საუკუნეების ჯავშანი, XVII-XIX საუკუნეების სპილენძის ნივთები, იარაღი და ა.შ. ეწვიეთ კახეთის რელიგიურ ცენტრს: ალავერდის მონასტერს (XI ს.). იქ ნახავთ მამა იოსებ ალავერდელის (VI ს.) საძვალეს და ფრესკების მხატვრობას (XI ს.). ალავერდი ასევე ცნობილია თავისი ვენახით და სხვადასხვა სახეობის ღვინის დაყენების ხანგრძლივი ტრადიციით. იყალთო შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ამჟამად იქ სამი ეკლესია და აკადემიის შენობის ნანგრევებია შემორჩენილი. ბოლო ადგილი , რომელსაც ამ დღეს ვეწვევით, გრემის მონასტერი და ისტორიული კომპლექსია. გრემი XVI–XVII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ის სამი ნაწილისგან შედგებოდა, თუმცა შაჰ-აბას I-ის დამანგრეველ შემოსევებს მხოლოდ მთავარანგელოზთა კომპლექსი გადაურჩა.

  • ღამისთევა თელავში. 

 

დღე 3

  • ჩვენ ვიწყებთ ექსკურსიას საქართველოს ღვინის რეგიონში, კახეთში. გზა სიღნაღში მიგვიყვანს, რომელსაც ასევე „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ამ ქალაქის მეტსახელის მიზეზი 24 საათის განმავლობაში მომუშავე საქორწინო დარბაზია. ჩვენ გავისეირნებთ პატარა ქალაქის ქუჩებში. აღმოაჩენთ საქართველოში ყველაზე გრძელ თავდაცვით კედელს და დავტკბებით ალაზნის ველის დაუვიწყარი ხედებით. შემდეგი გაჩერება ბოდბის დედათა მონასტერია, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილი. ის ცნობილია მომლოცველთა შორის. ჩვენ გავაგრძელებთ გზას ყვარლისკენ. ვესტუმრებით ხარებას ღვინის ქარხანას, რომელიც გვირაბებში მდებარეობს. ეს გვირაბები საბჭოთა კავშირის დროს კავკასიის მთებში სამხედრო მიზნებისთვის იყო გაჭრილი. აქ თქვენ შეძლებთ სხვადასხვა სახეობის ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას.
  • ღამისთევა თბილისში. 

 

დღე 4

  • დილითვე შეხვდით თქვენს მძღოლს და დაიწყეთ ტური.

    დღეს თქვენ მიემგზავრებით საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ქართლში. გზად ეწვიეთ მცხეთაში მდებარე ჯვრის მონასტერს. ჯვარი იუნესკოს ძეგლია. ის აღმართულია მთაზე და გთავაზობთ მცხეთის, მტკვრისა და არაგვის შესართავის ულამაზეს ხედებს. შემეგ გადავინაცვლებთ სოფელ  მუხრანში. ვეწვევით შატო მუხრანს. ეს არის ღვინის უზარმაგაზარი ქარხანა მუხრანბატონების ისტორიულ სასახლეში. დავაგემოვნებთ ოთხი სხვადასხვა სახის ღვინოს. შეკვეთის შემთხვევაში მოვაწყობთ სადილს ან ღონისძიებას ღვინის ქარხნის რესტორანში, რომელსაც ამ შვენებს სასახლის გარშემო არსებული ულამაზესი ბაღები. შემდეგი გაჩერება იქნება იაგოს ღვინის ქარხანა. იაგო ადგილობრივი მეღვინეა, რომელიც ტრადიციული მეთოდებით აყენებს ქვევრის უგემრიელეს ღვინოს. 

    საღამოს დავბრუნდებით თბილისში. ღამისთევა თბილისში.

 

დღე 5

  • თავისუფალი დრო. 
  • ტრანსფერი აეროპორტში.
  • გამგზავრება

 


ტურის ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის: 

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.

ფასები ერთ ადამიანზე 

  ბიუჯეტური  კომფორტი   ლუქსი   
1 ადამიანი  $1200 $1365 $1615 დასაჯავშნად დაგვირეკეთ
2 ადამიანი  $695 $835 $975 დასაჯავშნად დაგვირეკეთ
3 ადამიანი  $595 $745 $890 დასაჯავშნად დაგვირეკეთ
4 ადამიანი  $465 $590 $710 დასაჯავშნად დაგვირეკეთ
ერთადგილიანი განთავსების დანამატი  $150 $250 $300 დასაჯავშნად დაგვირეკეთ

*ჯგუფურ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები*


განთავსება

  ბიუჯეტური  კომფორტი  ლუქსი 
თბილისი  Ramada By Wyndham, Zeg ან მსგავსი  IOTA, Ibis Styles ან მსგავსი Tiflis Palace, Rooms Hotel ან მსგავსი
თელავი  New Telavi ან მსგავსი Holiday Inn Telavi ან მსგავსი Communal Hotel Telavi ან მსგავსი