Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

თელავი, ალავერდი, იყალთო და გრემის ერთდღიანი ტური

თელავი, ალავერდი, იყალთო და გრემის ერთდღიანი ტური

30 ₾ / დან

  • თბილისი-თელავი-ალავერდი-იყალთო-გრემი-თბილისი

ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით:


  1. თელავს
  2. მეფე ერეკლე II - ის რეზიდენციას
  3. ალავერდის მონასტერს
  4. იყალთოს აკადემიას
  5. გრემის მთავარანგელოზის კომპლექსს

დილით, შეხვდით თქვენს გიდს და მძღოლს, რათა დაიწყოთ მოგზაურობა კახეთისკენ. კახეთში თქვენ გელით გრძელი, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით სავსე დღე. თქვენი პირველი გაჩერება საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს გზაზე, პატარა ქალაქია, სახელად თელავი. თელავი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ის ასევე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. თელავის ძველ ქალაქში მოკლე გასეირნების შემდეგ, ეწვიეთ მეფე ერეკლე II-ის რეზიდენციას. ის ახლახან აღადგინეს და მუზეუმად გადააკეთეს. აქ შეგიძლიათ ნახოთ: ნუმიზმატიკური მასალა, გვიანი შუა საუკუნეების ჯავშანი, XVII-XIX საუკუნეების სპილენძის ნივთები, იარაღი და ა.შ. ეწვიეთ კახეთის რელიგიურ ცენტრს: ალავერდის მონასტერს (XI ს.). იქ ნახავთ მამა იოსებ ალავერდელის (VI ს.) საძვალეს და ფრესკების მხატვრობას (XI ს.). ალავერდი ასევე ცნობილია თავისი ვენახით და სხვადასხვა სახეობის ღვინის დაყენების ხანგრძლივი ტრადიციით. იყალთო შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ამჟამად იქ სამი ეკლესია და აკადემიის შენობის ნანგრევებია შემორჩენილი. ბოლო ადგილი , რომელსაც ამ დღეს ვეწვევით, გრემის მონასტერი და ისტორიული კომპლექსია. გრემი XVI–XVII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ის სამი ნაწილისგან შედგებოდა, თუმცა შაჰ-აბას I-ის დამანგრეველ შემოსევებს მხოლოდ მთავარანგელოზთა კომპლექსი გადაურჩა.

სასიამოვნოდ დამღლელი დღის შემდეგ, დავბრუნდებით თბილისში.

ტურის ხანგრძლივობა: 10 საათი.


ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

ღირებულებაში არ შედის: 

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია. 

ფასები ადამიანზე

1 ადამიანი $120 დაგვიკავშირდით!
2 ადამიანი $65 დაგვიკავშირდით!
3 ადამიანი $45 დაგვიკავშირდით!
4 ადამიანი $35 დაგვიკავშირდით!

*ჯგუფ ტურებზე ხშირად გვაქვს ფასდაკლებები.*