Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

დაშბაშის კანიონი და ალგეთის ტბა და გერმანული დასახლება ასურეთი

დაშბაშის კანიონი და ალგეთის ტბა და გერმანული დასახლება ასურეთი

30 ₾ / დან

  • თბილისი-წალკა-დაშბაში-ასურეთი-ალგეთი-თბილისი

ადგილები, რომლებსაც მოინახულებთ: 


  1. დაშბაშის კანიონი
  2. მინის ხიდი
  3. ასურეთი
  4. ალგეთის წყალსაცავი

მოინახულეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი ამ ერთდღიან ტურზე. დაშბაშის, წალკის კანიონი დიდი ხნის განმავლობაში ამშვენებდა თბილისის შემოგარენს, ტურისტული ინფრასტრუქტურით კი სულ რაღაც 2022 წელს გაიმართა. დილასვე ჯგუფთან და გამყოლთან ერთად გაემგზარეთ წალკაში გზით, რომელიც გადის სოფლების, ვულკანური პლატოების და მწვანე ლანდშაფტებს შორის. დაახლოებით საათ-ნახევარში უკვე ადგილზე იქნებით. 

აქ გექნებათ თავისუფალი დრო ისიამოვნოთ მსუბუქი ლაშქრობით ჩანჩქერამდე. ბილიკი საშუალო სირთულისაა და უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია, გზად კი მრავალ ულამაზეს ხედს ნახავთ. ტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მინის ხიდზე გასეირნება,  რომელიც კანიონის თავზეა გადაჭიმული და სადაც შეგიძლიათ გაიაროთ და დატკბეთ პანორამული ხედებით. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი აქტივობებითაც დაკავდეთ, როგორიცაა საქანელა ან ზიპლაინი, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ხიდზე მდებარე კაფეს.

კანიონის მონახულების შემდეგ გავისეირნებთ ასურეთში, ეს შესანიშნავი პატარა სოფელი ძალიან საინტერესოა თავისი არქიტექტურით. აქ აღმოაჩენთ XIX საუკუნის კირხეს, გერმანულ ეკლესიას. გერმანული სოფლებისთვის დამახასიათებელ შენობებს, სახლებს და ქუჩებს. ამ სოფელს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის გერმანელმა მოსახლეებმა ააშენეს 1818 წელს, რომლებიც ვიურტენბერგიდან რელიგიურ დევნას გამოექცნენ, იმ დროს რუსეთის იმპერიაში. აქვე, გექნებათ დრო დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და აუცილებლად გაგასინჯებთ ადგილობრივ ლუდსაც. საღამოს კი ალგეთის წყალსაცავის ხედებით დავტკბებით და დავბრუნდებით უკან თბილისში.  

ტურის ხანგრძლივობა: 7 საათი


ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.