ტურის საუკეთესო მომენტები:
დღე 1
აეროპორტში დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი. საღამოს დაავთვალიერებთ თბილისს ისტორიულ ნაწილს მათ შორის: შარდენისა და კოტე აფხაზის ქუჩებს, მშვიდობის ხიდს, მეტეხისა და სიონის ტაძრებს, ანჩისხატის ეკლესიას და ა.შ.
თავისუფალი დრო თბილისში, ღამისთევა თბილისში.
დღე 2
თქვენი გიდი და მძღოლი შეგხვდებიან სასტუმროში დილითვე და წაგიყვანენ ბაკურიანში. ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია. ზამთრის სეზონზე ბაკურიანში უამრავი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ მათ შორის: ცხენით ჯირითით, თოვლმავლებით, თხილამურებით და საბაგირო გზით. საღამოს კი თავისუფალი დრო გექნებათ ქალაქის დასათვალიერებლად და ზამთრის ატმოსფეროთი, ზეიმითა და იმ ადგილებით დასატკბობად.
თავისუფალი დრო ბაკურიანში. ღამისთევა ბაკურიანში.
დღე 3
სასტუმროში საუზმის შემდეგ, შეხვდით ჩვენს გამოცდილ ინსტრუქტორებს, რომლებიც თხილამურებით სრიალს გასწავლიან. სათხილამურო ინსტრუქტორი თქვენთან ერთად რამდენიმე საათს გაატარებს, თქვენი საჭიროებების და შესაძლებლობების შესაბამისად. ეს აქტივობა ძირითადად ოჯახებისა და მოყვარული მოთხილამურეებისთვისაა განკუთვნილი.
თავისუფალი საღამო ბაკურიანში. ღამისთევა ბაკურიანში.
დღე 4
სასტუმროში საუზმისა და ზამთრის ხედებით დატკბობის შემდეგ, შეხვდით გიდს და გაემგზავრეთ ბორჯომისკენ. ბორჯომი საქართველოს სამხრეთით, ჯავახეთში, მდებარე ქალაქია. ქალაქი ცნობილია მინერალური წყლების მრეწველობით, რომანოვების საზაფხულო სასახლით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკით. გაისეირნეთ ბორჯომის პარკში, რომელიც მთებს შორის ხეობაში მდებარეობს და დაუვიწყარ ხედებსა და უნიკალურ კლიმატს ქმნის ამ ქალაქისთვის. ამიტომ, ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კურორტია.
დაბრუნება თბილისში. ღამისთევა თბილისში.
დღე 5
დილით თავისუფალი დრო.
ტრანსფერი აეროპორტში.
გამგზავრება