-
ავთენტური ადგილები
სტეფანწმინდიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს პატარა სოფელი სნო. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების ადგილია, სნო განსაკუთრებით ცნობილია თავისი პეიზაჟებით, ციხე-სიმაგრეებითა და სალაშქრო ბილიკებით. ასევე ცნობილია ადგილობრივი მოქანდაკის, მერაბ პირანიშვილის გიგანტური სკულპტურებით, რომელიც ქმნიდა „იმ ჭეშმარიტი პატრიოტების სახეებს, რომლებმაც საქართველო გადაარჩინეს“. სინამდვილეში ეს სკულპტურები ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახეებს ასახავს. ექსპოზიცია თითქმის არარეალურად გამოიყურება — ქანდაკებები უზარმაზარი ქვის ბლოკებისგან არის შექმნილი და თითოეულ მათგანს თავისი ხასიათი და სული აქვს.
სოფელი ძალიან საინტერესოა თავისი პატარა, ტრადიციული სახლებებითა და მუდამ კეთილი და სტუმართმოყვარე ადგილობრივებით. სოფელში მცირე გასეირნებისას შეიძლება უამრავ საინტერესო მოვლენას წააწყდეთ — მაგალითად, ცხვრის გადარეკვას, ცხვრის გაკრეჭას, კარტოფილის აღებას ან მაწვნის (ადგილობრივი იოგურტის) დამზადებას.
შემდგომ, ხეობის სიღრმეში სეირნობისას საბოლოოდ მიაღწევთ ჯუთის სოფელს და ჯუთის თავზე მდებარე სალაშქრო ბილიკს. ასევე აქ მდებარეობს საოცარი კაფე და სასტუმრო „Fifth Season“.
ჯუთისა და სნოს სოფლებში ჩვენი თავგადასავლები შეგიძლიათ იხილოთ აქ.