Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

უძველესი ციხეებიდან ზღვის ნაპირებამდე – 4-დღიანი ბათუმისა და გონიოს ტური

უძველესი ციხეებიდან ზღვის ნაპირებამდე – 4-დღიანი ბათუმისა და გონიოს ტური

300 ₾ / დან

  • ბათუმი-მახუნცეთი-გონიო-ბათუმი

ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ: 

  • ბათუმის ბულვარი
  • ბათუმის თეატრი
  • მედეას ქანდაკება
  • ბათუმის პიაცა
  • ბათუმის მეჩეთი
  • ანბანის კოშკი
  • ბათუმის საბაგირო გზა
  • ბათუმის ცენტრალური უბნები
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  • მახუნცეთის ჩანჩქერები
  • სოფელი მახუნცეთი
  • გონიოს ციხე

დღე 1 - ჩამოფრენა ბათუმში

  • ბათუმის აეროპორტში დაგხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც დაგეხმარებიან ყველაფერში და დაგაბინავებენ. თავისუფალი საღამო.
  • ღამისთევა ბათუმში.

 

დღე 2 - ბათუმის ბულვარისა და ქალაქის საფეხმავლო ტური

  • დაიწყეთ დილა ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით. ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში და იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ზაფხულის საღამოების გატარება ზღვის სანაპიროზე სიმწვანესა და სუბტროპიკულ კლიმატში ჩაფლული მცენარეების ფონზე. ქალაქის ტური იწყება მისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის ბათუმის თეატრით (XIX ს.). მედეას ქანდაკებით, ოქროს საწმისით „იასონისა და არგონავტების“ ლეგენდიდან, ბათუმში მდებარე პიაცა ევროპაში ყველაზე დიდი მოზაიკაა, რომელიც 106 კვ.მ ფართობს მოიცავს და 2010 წელს შეიქმნა, ბაუმისი მეჩეთი (XIX ს.). ვიწრო, მყუდრო ქუჩები, და ცნობილი ბათუმის ბულვარი, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელია და მისი სიგრძე 7 კილომეტრეს აღწევს. სწორედ ამ ყველაფერს იხილავთ ბატუმის საფეხმავლო ტურის დროს თქვენს გიდთან ერთად.
  • თავისუფალი საღამო. ღამისთევა ბათუმში.

 

დღე 3 - ბოტანიკური ბაღის გონიოსა და მახუნცეთის ჩანჩქერის ტური

  • დაიწყეთ მომდევნო მშვენიერი დღე შავი ზღვის სანაპიროზე. დღეს პირველი, რაც მოინახულებთ, ბოტანიკური ბაღია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 111 ჰექტარზეა გადაჭიმული მწვანე კონცხზე. დაარსებული მე-19 საუკუნეში, ის აოცებს თავის ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი მცენარეების მდიდარი კოლექციით. შემდეგი გაჩერება იქნება ანტიკური ხანის ციხესიმაგრე. მას გონიო ჰქვია. არავინ იცის, ვინ ააშენა სინამდვილეში ეს ციხესიმაგრე, მაგრამ მისი ადრეული სახელი, აფსარუნტი, პირველად რომაელებმა ახსენეს. აფსარუნტის კედლები მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმეა და ბევრ სხვადახსვა იმპერიას ემსახურებოდა: რომაელებს, ბიზანტიელებს, გენუელებს და ოსმალებს. დღეს გონიო არის ისტორიული ძეგლი. გონიოს ციხესიმაგრის დათვალიერების შემდეგ, გადავინაცვლებთ მახუნცეთის ჩანჩქერთან, რომელიც ბათუმიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ეს სასიამოვნო ადგილია ბუნების მოყვარულთათვის. ჩანჩქერი 50 მეტრის სიმაღლისაა და ბევრ ვიზიტორს იზიდავს. დაბრუნება ბათუმში.
  • თავისუფალი საღამო. ღამისთევა ბათუმში.

 

დღე 4 - გამგზავრება

  • დილით თავისუფალი დრო.
  • ტრანსფერი აეროპორტში. გამგზავრება.

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი და ტრანსფერები. (1-2 ადამიანი სედანით, 3-4 ადამიანი Mercedes Vito-თი ან მსგავსი, 5-10 ადამიანი Mercedes Sprinter-ის სამგზავრო მიკროავტობუსით);
  • ტურის პროგრამა ინგლისურენოვანი გიდით 10 ან მეტი მგზავრის შემთხვევაში; 
  • ბილეთები;
  • წყალი.

 

ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ბილეთები;
  • საკვები (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დავგეგმოთ ლანჩი ოჯახში. თვითონვე მოვამზადოთ ტრადიციული საკვები და მივირთვათ.);
  • დაზღვევა;
  • ყველაფერი რაც ზედა სიაში არ წერია.