ტურის საუკეთესო მომენტები:
ზამთრის თავგადასავალი იწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენი გუნდი დაგხვდებათ და კომფორტული ტრანსფერით გადაგიყვანთ სასტუმროში. დაბინავებისა და ხმოკლე დასვენების შემდეგ, საღამოს საათებში თბილისს სრულად განსხვავებული კუთხით აღმოაჩენთ. ჩვენი მარშრუტი კოტე აფხაზისა და შარდენის ქუჩებზე გადის, საიდანაც ფეხით გადავინაცვლებთ მშვიდობის ხიდზე კრეატიული ფოტოების გადასაღებად. გზად გაცოცხლდება მეტეხის, სიონისა და ანჩისხატის ისტორიული ამბები. საღამოს თავისუფალი დრო იდეალური შანსია ახალგაზრდებისთვის, აღმოაჩინონ თბილისის ცნობილი ბარები, ხოლო ოჯახებისთვის — ისიამოვნონ მყუდრო რესტორნებითა და ტრადიციული ქართული სამზარეულოთი.
დილიდანვე ვტოვებთ დედაქალაქს და მივემართებით ბაკურიანისკენ, რომელიც საქართველოს ზამთრის სპორტის ნამდვილი "მექაა". კურორტზე ჩასვლისთანავე იწყება აქტიური საათები, სადაც აქტივობის შერჩევა ნებისმიერი გემოვნებით არის შესაძლებელი. ექსტრემალების გუნდს ელოდებათ თოვლმავლების რბოლა დიდველის ან კოხტას ტყიან ფერდობებზე, ხოლო ოჯახებსა და ბავშვებს — „ტობოგანის“ ატრაქციონი, რომელიც თოვლიან ტყეში დიდი სიჩქარით ეშვება. სურვილისამებრ, შესაძლებელია ცხენებით ჯირითიც ზღაპრულ ხეობებში. საღამოს, როდესაც სპეციალური პროჟექტორები აინთება, მსურველებს ექნებათ შანსი გამოსცადონ ღამის სრიალის უნიკალური ეფექტი მუსიკის თანხლებით. დღე სრულდება ბაკურიანის მყუდრო სასტუმროში.
საუზმის შემდეგ იწყება სრულფასოვანი სათხილამურო დღე, სადაც აქტივობა ნაწილდება გამოცდილებისა და სურვილების მიხედვით. დამწყებებსა და ოჯახებს ჩვენი სერტიფიცირებული და მეგობრული ინსტრუქტორები უმასპინძლებენ სპეციალურად მოწყობილ უსაფრთხო ზონებში, სადაც რამდენიმე საათში აითვისებთ პირველ მოსახვევებსა და სრიალის ბაზისებს. ამავდროულად, გამოცდილ მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს კოხტასა და მიტარბის უმაღლეს წერტილებზე შეეძლებათ სრიალი, რაც გაუკვალავ თოვლში, ციცაბო ტრასებზე დაშვებას გულისხმობს. საღამოს ღია ცის ქვეშ მოწყობილ კოცონი, ცხელი გლინტვეინი, შოკოლადი და ცოცხალი გიტარის ჰანგები დაუვიწყარ ატმოსფეროს შექმნის.
ვემშვიდობებით ბაკურიანის თოვლს და მივდივართ ბორჯომის ხეობაში, რომელიც საოცარი ბუნებრივი კონტრასტებით გამოირჩევა. აქ მოვაწყობთ ზამთრის "თოვლსრიალს" (Snowshoeing) სპეციალური თოვლსავალებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხელუხლებელ ბილიკებზე, სადაც რომანოვების ისტორიული სასახლის ხედები იშლება. შემდეგ შევალთ ბორჯომის ცნობილ პარკში, რათა პირდაპირ მიწისქვეშა წყაროდან დავაგემოვნოთ თბილი, ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი. დღის მთავარი სიურპრიზი კი ტყის სიღრმეში ფეხით გასეირნება და ბორჯომის გოგირდის ღია აუზებამდე მიღწევაა. ირგვლივ თოვლი და ყინვა იქნება, თქვენ კი ცხელ, სამკურნალო წყალში შეძლებთ ნებივრობას, რაც იდეალური რელაქსაციაა კუნთებისთვის აქტიური სრიალის შემდეგ. საღამოს ვბრუნდებით თბილისში, სადაც მოეწყობა საზეიმო გამოსამშვიდობებელი ვახშამი.
თავისუფალი დილა შეგიძლიათ გამოიყენოთ დედაქალაქის კიდევ უფრო უკეთ აღმოსაჩენად. ეს საუკეთესო დროა მშრალ ხიდზე ანტიკვარული ნივთებისა და ორიგინალური ქართული სუვენირების შესაძენად, ან ადგილობრივ ბაზარზე ცნობილი ნუგბარის, ჩურჩხელისა და ჩირის მარაგების შესავსებად. ამის შემდეგ წავალთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც დაუვიწყარი ემოციებითა და კადრებით დატვირთული გაფრინდებით შინ.