Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

თბილისის საწყისებთან

თბილისის საწყისებთან

20 ₾ / დან

  • თბილისი

ტურის დროს თქვენ ნახავთ:


  1. მეტეხის ეკლესია
  2. რიყის პარკი
  3. საბაგირო 
  4. ქართლის დედა
  5. ნარიყალის ციხე
  6. თბილისის ჯუმა მეჩეთი
  7. აბანოთუბანი
  1. შარდენის ქუჩა
  2. სიონის ეკლესია
  3. მშვიდობის ხიდი
  4. რეზო გაბრიაძის თეატრი
  5. ანჩისხატის ბაზილიკა

თბილისი საქართველოს ნამდვილი გულია და საიდან უნდა დაიწყოთ ქვეყნის შესწავლა, თუ არა მისი დედაქალაქიდან? აღმოაჩინეთ თბილისის უძველესი ნაწილი. ეს ქალაქი თავისი დიდი ისტორიითა და მყუდრო, ჩახლართული ქუჩებით მოგხიბლავთ. 


თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა მოგზაურისთვის ქვეყნის დედაქალაქის დათვალიერება აუცილებლობაა. სწორედ აქ შეიცნობს ის ქვეყნის ნამდვილ გულისცემას. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს თქვენ ნახავთ ადგილებს საიდანაც თბილისმა, როგორც ქალაქმა არსებობა დაიწყო. ტურს დავიწყებტ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. შემდეგ, საბაგირო გზით მივალთ თბილისის დედაციხემდე, ნარიყალამდე (VI ს.), რომელიც ქალაქში ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. შემდეგ გავისეირნებთ გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა კი გავუყვებით შარდენის ქუჩას. გზად ვნახავთ სიონის ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს და ა.შ. 

ტურის ხანგრძლივობა: 5 საათი.


ღირებულებაში შედის:

  • საფეხმავლო ტურის პროგრამა სერტიფიცირებულ გიდთნ ერთად;
  • თბილისის საბაგიროს ბილეთები.

 

ღირებულებაში არ შედის: