Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ჰეშკილი

ჰეშკილი
  • #საქართველო #კავკასია #მოგზაურობა #სვანეთი #ჰეშკილი

ჰეშკილი

 

მესტიიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე, ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე, მდებარეობს პატარა დასახლება — ჰეშკილი. ჰეშკილი ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს და მესტიიდან 6 კმ-ით არის დაშორებული. ჰეშკილი ძალიან პოპულარული მიმართულებაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, და ამის მთავარი მიზეზი არის მთებისა და მარადმწვანე ტყეების მომაჯადოებელი პეიზაჟი. ეს არის ადგილი, რომლის დატოვებაც არავის სურს.

 

მთის წვერზე, თოვლიანი მწვერვალებისა და სოჭის ტყეების ხედებით, სადაც კავკასიური ჯიხვები ბინადრობენ, თუ შეეცდებით იპოვით ქოხს, კაფესა და საქანელას. ამ საოცარ ადგილზე, უბრალო გასეირნებაც კი ადამიანებს შეგრძნებას უჩენს რომ დაფრინავენ; თუმცა ჰეშკილის საქანელა განსაკუთრებულია. საქანელა საკმაოდ მაღალია ამიტომ ქანაობისას გეუფლებათ შეგრძნება, რომ ჰაერში ხართ, სადაც თქვენსა და მიწას შორის უზარმაზარი სივრცეა. გეჩვენებათ, თითქოს შეგიძლიათ ცასა და მთებს შეეხოთ, რომლებიც თვალწინ ულამაზეს სურათად იშლება, თუმცა სინამდვილეში უზარმაზარ სივრცეში ხართ გამოკიდებული. 

 

შეიძლება საქანელის რიგშიც მოგიწეოთ დგომა, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე. ჰეშკილი ძალიან პოპულარულია ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს შორის. ასე რომ, თუ თქვენც მათ შორის ხართ და გიყვართ იდეალური ფოტოების გადაღება, ჰეშკილი ნამდვილად თქვენთვისაა.

 

თუ ამ ადგილს ეწვიეთ ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფათ, „Heshkili Huts“-ში დარჩენაც შეგიძლიათ. აქ არის ექვსი ქოხი, საერთო სამზარეულოთი და 23 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა. ტერიტორიაზე ასევე არის სასიამოვნო ტერასა და ბარი.

 

გაზიარება :