Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

სიღნაღი

სიღნაღი
  • #კავკასია #საქართველო #კახეთი #სიღნაღი #მოგზაურობა

სიღნაღი

 

მცირე და მომხიბვლელი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ცივგომბორის მთის კიდეზე, თბილისიდან 110 კმ-ში და ზღვის დონიდან 800 მეტრზე, თავისი თავდაცვითი კედლითა და საქორწინო სახლით, არის სიღნაღი. თავდაცვითი კედელი და საქორწინო სახლი სიღნაღის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. პირველი იმიტომ, რომ ეს არის საქართველოში ყველაზე გრძელი თავდაცვითი კედელი, ხოლო მეორე იმიტომ, რომ იგი მუშაობს 24 საათი, კვირაში 7 დღე.  სიღნაღის საქორწინო სახლი ძალიან პოპულარულია მათ შორის, ვისაც სურს ნებისმიერ დროს — დღისით თუ ღამით — დაქორწინება. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არის სიღნაღი ცნობილი როგორც სიყვარულის ქალაქი.

 

სიღნაღის კედელი, რომელიც თარიღდება ახ.წ. XIV საუკუნით, 4 კილომეტრზეა გადაჭიმული და 40 ჰექტარ ტერიტორიას აკრავს გარს. იგი აშენდა როგორც სიმაგრე და თავშესაფარი ომის დროს. XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე II-მ კედელი აღადგინა. სწორედ იმ პერიოდში ეწოდა სიღნაღს ეს სახელი და „თავშესაფარს“ ნიშნავდა. XIX საუკუნის თეატრთან და წმინდა გიორგის სამლოცველოსთან ერთად, სიღნაღის ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მუზეუმი ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრები. ეს პრიმიტივისტი მხატვარი 1862 წელს კახეთში, სიღნაღთან ახლოს დაიბადა. სიღნაღის პარკში შეგიძლიათ იხილოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სიღნაღისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების მემორიალური დაფა.

 

 

რა ვაკეთოთ?

 

სიღნაღი გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით და ხედებით ალაზნის ველზე და კავკასიონის ქედზე. სიღნაღის მონახულების საუკეთესო დრო გაზაფხული ან ზაფხულია. ზაფხულში შესაძლოა ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყოს, თუმცა ველზე სიმწვანე და მთების მწვერვალებზე თოვლი ქმნის დაუვიწყარ ხედებს. ამიტომ უბრალოდ წამოგვყევით, საფეხმავლო ექსკურსიის შემდეგ დავსხდეთ ერთ-ერთ რესტორანში ან კაფეში, რომლებიც სიღნაღში მრავლადაა, თავისი პანორამული ხედებით, და დავაგემოვნოთ ადგილობრივი წალამზე შემწვარი მწვადი, თან დავტკბეთ შესანიშნავი ხედებით. ან შესაძლოა ძალიან მარტივად მოვხვდეთ ქართულ სუფრაზე, რომელიმე ოჯახში, ქიზიყელების სტუმართმასპინძლობა ხომ საქვეყნოდ ცნობილია, სადაც ადგილობრივები მღერიან კახურ მრავალჟამიერს და ყვებიან რთველის ამბებს. თავგადასავლების მოყვარულებისთვის სიღნაღშიც არის აქტივობები — მაგალითად, შესაძლებელია პარაპლანით ფრენა და ზიპლაინი.

 

 

რა ვნახოთ ?

 

  • სიღნაღის ისტორიული თავდაცვითი კედელი
  • სიღნაღის ისტორიული ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • ვანო სარაჯიშვილის ძეგლი და მუზეუმი
  • მეორე მსოფლიო ომის მემორიალი
  • წმინდა გიორგის ეკლესია
  • წმინდა სტეფანეს ეკლესია
  • ბოდბის დედათა მონასტერი

 

გაზიარება :