Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ბორჯომი

ბორჯომი
  • #საქართველო #ბორჯომი #მოგზაურობა

ბორჯომი

 

გინდათ დროის გატარება ბუნებაში? მაშინ ბორჯომი სწორედ თქვენთვისაა. ზღვის დონიდან 900 მეტრზე, მტკვრის ხეობაში მდებარე ბორჯომი თავისი მინერალური ვულკანური წყლებითა და ფიჭვნარით მართლაც გამორჩეული ადგილია. მისი ლამაზი, ხელუხლებელი ბუნება, ტყეები და მინდვრები, რომლებიც თითქოს დახატულია, ნებისმიერ სტუმარს აჯადოებს. ბორჯომის უნიკალური ვულკანური წყლები ძალიან სასარგებლოა, ხოლო ორ იარუსიანი პარკი შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომის პარკის საბაგიროთი.

 

 

ისტორია

 

ბორჯომის ტერიტორია ქრისტეშობამდე იყო დასახლებული. არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, ბორჯომის მინერალური წყლები ძვ.წ. I ათასწლეულში უკვე გამოყენებაში იყო. წყლებს აბაზანებისთვის იყენებდნენ და მათი თვისებები ფართოდ იყო ცნობილი. არქეოლოგებმა ბორჯომის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს როგორც ქვის აბაზანები, ასევე თიხის მილები. მიიჩნევა, რომ ბორჯომის მინერალური წყლები ახ.წ. I საუკუნიდან XVI საუკუნემდე გამოიყენებოდა. XVI–XVIII საუკუნეებში მიმდინარე უწყვეტი ომების გამო ბორჯომის წყლები დროებით დავიწყებას მიეცა. გვიან შუა საუკუნეებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საკმაოდ არასტაბილური იყო. XVII საუკუნეში ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო მოგვიანებით ქართლის სამეფომ დაიბრუნა. სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ბორჯომისთვის XIX საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფოები დაიპყრო. სწორედ ამ პერიოდში რუსმა ჯარისკაცმა შემთხვევით ხელახლა აღმოაჩინა ბორჯომის წყარო. ხერსონის გრენადერთა პოლკის პოლკოვნიკმა პოპოვმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ წყალს. მას კუჭის წყლული ჰქონდა და ბორჯომის წყალმა მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. ამის შემდეგ ბორჯომის წყალი რუსეთის არისტოკრატიის საყვარელ სასმელად იქცა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ იმპერიაში. თუმცა ბორჯომის პოპულარობა მხოლოდ წყლებმა არ განსაზღვრა. ეს ადგილი ძალიან პოპულარულ კურორტადაც იქცა. თავდაპირველად აქ დასასვენებლად რუსი არისტოკრატები ჩამოდიოდნენ, ხოლო მოგვიანებით ბორჯომი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გახდა საყვარელი საზაფხულო მიმართულება. დღემდე ბორჯომი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილის სტატუსს. მისი უნიკალური ტყეები, კლიმატი და მინერალური წყლები იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.

 

 

რა ვაკეთოთ ?

 

ბორჯომში შეგიძლიათ ერთდღიანი ვიზიტით ჩამოსვლა თბილისიდან ან რამდენიმე დღით დარჩენა. ზამთარში და განსაკუთრებით საშობაო პერიოდში ეს ადგილი განსაკუთრებულად ლამაზია. ბორჯომიდან მხოლოდ 40 წუთის სავალზე მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, სადაც შეგიძლიათ სცადოთ ხუთი სხვადასხვა ტრასა თქვენი გამოცდილების მიხედვით. ბორჯომიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს IX საუკუნით დათარიღებული მწვანე მონასტერი, რომელიც ჩაფლულია სქელ მცენარეულობაში. მისი მონახულების საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხული ან ზაფხულია. თუ გადაწყვეტთ ბორჯომში დარჩენას, შეგიძლიათ ეწვიოთ ახალციხესაც. ეს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი, რომელიც ახალციხის ცენტრში მდებარეობს, გვიან შუა საუკუნეებში ტყვეთა გადაადგილების ერთ-ერთი პუნქტი იყო.

თუ ღირსშესანიშნაობების მონახულება არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უბრალოდ დარჩეთ ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, დაისვენოთ და დატკბეთ ცხელი შოკოლადით, თან კი მთების ულამაზესი ხედებით ისიამოვნოთ.

 

გაზიარება :