Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

შატილი

შატილი
  • #საქართველო #ხევსურეთი #შატილი #მოგზაურობა

შატილი

 

გდომებიათ ოდესმე მოგაურობა ძალიან შორს, ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ ბუნების ხმები ისმის?  ცასთან ძალიან ახლოს სადაც ჩაიძირებოდით ვარსკვლავების უსასრულო სივრცეში?  მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ შატილს. დიახ, ის დედამიწაზე მდებარეობს, მხოლოდ რამდენიმე ათასი სინათლის წლის მოშორებით. რეალურად, შატილი არის სოფელი საქართველოში, კავკასიონის მთებში; თუმცა, როცა იქ ჩახვალთ, გექნებათ შეგრძნება, თითქოს უსასრულოდ შორს ხართ თანამედროვე ქალაქების ქაოსისგან.

 

შატილის შესახებ

 

თბილისიდან 150 კმ-ის დაშორებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, მდებარეობს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი და ისტორიული ადგილი — შატილი. შატილის უნიკალურობა, როგორც არქიტექტურული ძეგლის, მის აგებულებაში მდგომარეობს. შატილი, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საცხოვრებელ და თავდაცვით სოფელს. ის მთის თავზე მდებარეობს და აქ თითოეული სახლი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთი სახლის სახურავი მეორის ეზოს წარმოადგენს; შესაბამისად, სოფლის დატოვების გარეშე შესაძლებელი იყო ყველა სახლში მოხვედრა. ეს უნიკალური სტრუქტურა წარმოადგენდა ციხე-სოფელის მთავარ თავისებურებას. შატილი მჭიდროდ იყო დასახლებული XX საუკუნემდე. 1952 წელს ქართველი მთიელები ბარში გადაასახლეს. ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმე იყო ხევსურებისთვის — შატილის მკვიდრი მოსახლეობისთვის. დღესდღეობით, ხევსურეთის ისტორიული მხარე, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებს იცავდა, თითქმის გაუდაბურებულია. შატილის მთების საოცარი სილამაზე, ხელუხლებელი ბუნება და უნიკალური არქიტექტურა ყოველწლიურად ასობით ვიზიტორს იზიდავს. თუ გიყვართ ლაშქრობა, ბუნება და უნიკალური ადგილების აღმოჩენა — შატილი გელოდებათ!

 

 

რა ვნახოთ ?

 

  • ისტორიული კოშკები
  • მუცო
  • ანატორის აკლდამები

 

გაზიარება :