Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

ზუგდიდი

ზუგდიდი
  • #საქართველო #სამეგრელო #ზუგდიდი #მოგზაურობა

ზუგდიდი

 

გიოცნებიათ ყველის ზღაპრულ სამყაროში მოხვედრაზე და აქ სრულიად უნიკალური კერძების დაგემოვნებაზე? თუ კი, მაშინ ეს გამოცდილება სამეგრელოს გულში — ზუგდიდში გელოდებათ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ელარჯი, გებჟალია, ხაჭაპური, ხარჩო და კიდევ მრავალი გემრიელი კერძი. თუ სამეგრელოში გადაწყვეტთ სტუმრობას თქვენი მასპინძელი მოგიმზადებთ ამ კერძებს და სუფრებს შორის აუცილებლად გამონახავს დროს, რომ გარეთ გაგიყვანოთ და გაჩვენოთ საქართველოს ამ მხარის ულამაზესი მწვანე მინდვრები, სუფთა და მოვლილი სახლები. ქუჩებში შეხვდებით სოფლის ქალებს, რომლებიც განსაკუთრებულად უვლიან თავიანთ ბაღებს და ფუსფუსებენ სახლებში, ნახავთ ხურმით დატვირთულ ხეებს და თავადაც მიიღებთ მონაწილეობას ჩირის დამზადებაში. მოგესურვებათ კამეჩის მაწონი? აქ არც ესაა პრობლემა.  შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ და დააგემოვნოთ. თუ არა აქ, აბა სად შეიძლება იპოვოთ სიმშვიდე, სილამაზე, სისუფთავე, სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა ერთად? არსად, რადგან სამეგრელო უნიკალურია — პატარა, ჯერ კიდევ ნაკლებად აღმოჩენილი და ძალიან ძვირფასი კუთხე სამყაროში. მოემზადეთ — ჩვენ გელოდებით!

 

 

შესახებ

 

ზუგდიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, თბილისიდან 330 კმ-ში მდებარეობს. დაახლოებით 103,260 მოსახლით, ზუგდიდი საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქებს შორის არ არის, თუმცა იგი სამეგრელოს ისტორიული ცენტრია. ზუგდიდის ტერიტორია ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. XVI საუკუნეში სამეგრელოს სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო საქართველოს სხვა სამთავროებს შორის. მისი აყვავების პერიოდი ლევან II დადიანის მმართველობას უკავშირდება. სწორედ ლევან დადიანმა ააგო XVII საუკუნეში დადიანების სასახლე. დღეს ეს სასახლე დღეს ზუგდიდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ნაწილია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  ტურისტული ადგილია. მისი ბაღი ადგილობრივებისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცეა. სამეგრელოს სამთავრო XIX საუკუნის შუა ხანებამდე არსებობდა, როდესაც იგი საბოლოოდ რუსეთის იმპერიამ დაიპყრო.

ზუგდიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. აქედან იწყება გზები სვანეთისკენ, აფხაზეთისკენ და შავი ზღვის მიმართულებით. ზუგდიდი დაკავშირებულია თბილისსა და ბათუმთან სარკინიგზო ხაზითაც. ასევე დიდუბის ავტოსადგურიდან რეგულარულად მოძრაობს მიკროავტობუსები ზუგდიდის მიმართულებით.

დიდი ისტორიის, ულამაზესი ბუნებისა და მრავალი კულტურული ძეგლის წყალობით, ზუგდიდი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. დადიანების სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და კოლხეთის ეროვნული პარკი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადგილებისა, რომლებიც მოგზაურებს იზიდავს.

 

 

რა ვნახოთ ?

 

  • დადიანების სასახლე
  • ბოტანიკური ბაღი
  • რუხის ციხე
  • ცაიში
  • ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
  • ანაკლია

 

გაზიარება :